გლდანის ციხესთან ხმაური იყო, სადაც ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილთან შესვლას ითხოვდა

გლდანის ციხესთან ხმაური იყო, სადაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია სააკაშვილთან შესვლას ითხოვდა.

ადგილზე გვარამიასა და შსს-ს წარმომადგენელ თემურ კუპატაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კუპატაძემ გვარამიას ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდა და განუმარტა, რომ გზის სავალი ნაწილის და ციხის შესასვლელის ბლოკირებას ახდენდა.

თავის მხრივ, ნიკა გვარამიამ კუპატაძეს მიმართა და განაცხადა, რომ იქ მისი ადგილი არ არის და „პატრულის ნაცვლად კრიმპოლი დგას“. „არ აკეთებ შენს საქმეს, თემურ, შენი ადგილი აქ არ არის. აქ არის პატრულის ადგილი“,- მიმართა გვარამიამ თემურ კუპატაძეს.

მოგვიანებით, ნიკა გვარამიას გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების შესასვლელი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

ცნობისთვის, გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრში მიხეილ სააკაშვილი დღეს გადაიყვანეს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა