ადვოკატი - ჩვენ მზად ვართ არ შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს ციხეში, თუ ის გადაჰყავთ სასამართლო პროცესზე - არ დავაბრკოლებთ ამ პროცესს

ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, 13:00 საათზე არის სასამართლო პროცესი და სასამართლოს გამოძახებული ჰყავს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა, ამ დრომდე ვერ მიიღეს პასუხი, გადაჰყავთ თუ არა სასამართლოში სააკაშვილი.

„უსაფრთხოების წარმომადგენლებს, შიგნით საზოგადოებრივი მისაღების წარმომადგენლებს ვკითხეთ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. ამის შემდეგ გვქონდა კომუნიკაცია სასამართლოსგან და მათგანაც ვერ მივიღეთ პასუხი მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ არა პროცესზე გადაყვანილი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ - ავიღეთ საშვი, შევალთ შიგნით და ვიკითხავთ ციხის წარმომადგენლებთან და დირექტორთან, გადაჰყავთ თუ არა სააკაშვილი. ახლა საშვის აღების შემდეგაც ვხედავთ შეფერხებას შეშვებასთან დაკავშირებით. შესაძლოა, ეს მომენტები იუსტიციის სამინისტრომ თავისი ნარატივისთვის გამოიყენოს, თითქოს რაღაც ტექნიკური მიზეზებით ვერ მოხდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. ვაცხადებთ საჯაროდ - ჩვენ მზად ვართ არ შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს ციხეში, თუ ის გადმოჰყავთ სასამართლო პროცესზე. არ დავაბრკოლებთ ამ პროცესს", - განაცხადა ბასილაიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა