მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - სასამართლო დარბაზში მივიღეთ მოცემულობა, როდესაც სიამტკბილობაში დარჩნენ ბრალდება და სასამართლო

სასამართლო არ არის. აქ არის ორი მხარე, მოსამართლე და პროკურატურა, რომელიც სინამდვილეში ერთ მხარეს წარმოადგენს. დაცვის მხარე ბუნებაში არ არსებობს. ახლა, რეალურად დარბაზში მივიღეთ მოცემულობა, როდესაც სიამტკბილობაში დარჩნენ ბრალდება და სასამართლო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე არ დაუშვეს.

როგორც საძაგლიშვილი განმარტავს, „ჩვენ ვნახეთ პანიკურად შეშინებული ხელისუფლების სახე“.

"ეს ყველაფერი იყო, სასამართლო პროცესის გარდა. ჩვენ ვნახეთ პანიკურად შეშინებული ხელისუფლების სახე. ამ შემთხვევაში სამი მოსამართლის მიერ გამოიხატებოდა ეს შეშინებული სახე, რომლებმაც პროცესი ისე ჩაატარეს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ამ პროცესზე. ეს გააკეთეს ჭორების საფუძველზე, სუს-ის ბრიფინგების საფუძველზე, რომელსაც ტრადიციული სახე მიეცა. გამოდიან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ბრალდებას გაისვრიან და ამის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას მოსამართლეები.

ასევე გაუგონარია, რომ ადვოკატებს არ მოგვცეს შესაძლებლობა. ანუ, „ბრალდებულს“, სინამდვილეში პოლიტიკურად დევნილ მიხეილ სააკაშვილს და მის ადვოკატებს არ გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ მონაწილეობა მივიღოთ. რეალურად შინაარსობრივადაც ასეა. ეს ხომ სასამართლო არ არის. აქ არის ორი მხარე, მოსამართლე და პროკურატურა, რომელიც სინამდვილეში ერთ მხარეს წარმოადგენს. დაცვის მხარე ბუნებაში არ არსებობს. ახლა, რეალურად დარბაზში მივიღეთ მოცემულობა, როდესაც სიამტკბილობაში დარჩნენ ბრალდება და სასამართლო“,- აღნიშნავს საძაგლიშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს