ევროკავშირის ელჩი - სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციები ჯერ სრულად არ შესრულებულა და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შესრულება უზრუნველყოს

სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციები ჯერ სრულად არ შესრულებულა და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ამ რეკომენდაციების სრულად შესრულება უზრუნველყოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა “ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

ელჩის თქმით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის მუშაობას.

„მტკიცედ ვუჭერთ მხარს გასულ თვეში საქართველოს მთავრობის მიერ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის მუშაობას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს კონსილიუმი თავის ღირებულ მუშაობას გააგრძელებს. ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მუშაობას, რომელსაც აქვს კონკრეტული კონსტიტუციური როლი - საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ზედამხედველობა.

მივესალმებით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ ჩატარებულ ზედმიწევნით შემოწმებას პატიმართა უფლებების საკითხთან დაკავშირებით.

მუდმივად ვაკვირდებით ამ უწყებების რეკომენდაციებსა და შეფასებებს, ასევე საქართველოს ხელისუფლებისა და ბატონი სააკაშვილის ადვოკატების მიერ გამოხატულ პოზიციებს.

შესაბამისად, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აღვნიშნავთ, რომ სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციები ჯერ სრულად არ შესრულებულა და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ამ რეკომენდაციების სრულად შესრულება უზრუნველყოს”, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა