ლევან დავითაშვილმა ცირკულარული ეკონომიკის რიგით მეხუთე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ცირკულარული ეკონომიკის რიგით მეხუთე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთი რეკომენდაციების განხილვას, რომლებიც ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას დააჩქარებს.

მათი განმარტებით, ასევე დეტალურად იქნა განხილული ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების“ საკვანძო ასპექტები, ფინეთის მიდგომები და გამოცდილება ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

„ცირკულარულ ეკონომიკაზე მუშაობს ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული არიან სხვადასხვა უწყების, მათ შორის, პარლამენტის, მეცნიერებათა აკადემიის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. პარლამენტისა და მთავრობის აქტიური ჩართულობა ამ პროცესში, ჩვენი ქვეყნის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას და საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების უპირობო შესრულებას უზრუნველყოფს. ჩამოყალიბებული პოლიტიკის განხორციელებაში კი, ბიზნესის როლი იქნება გადამწყვეტი”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ნარჩენები შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ნედლეული. ნაგავსაყრელზე რაც უფრო ნაკლები ნარჩენის განთავსება მოხდება, მით უფრო ნაკლები იქნება გარემოს დაბინძურება, რაც ბუნების მდგრადობისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს.

„მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (მგვ) მომავალი წლიდან ამოქმედდება, რაც ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების საშუალებას მოგვცემს და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ, ვალდებულებების გარდა, მოხდეს წამახალისებელი ღონისძიებების გატარება, მათ შორის, თანადაფინანსების პროგრამები, რომელიც წაახალისებს ნარჩენების იმგვარ გადამუშავებას, რომ მინიმალური რესურსი გამოვიყენოთ ბუნებიდან და წნეხი ბიომრავალფეროვნებაზე შემცირდეს”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კონფერენციაზე, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტმა, დარიუშ ედვარდ პრასეკმა საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში პოლიტიკის შემქმნელების როლთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარმოადგინა.

უწყების ცნობით, კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

„ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილე ერიკ ელესი, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ