ელენე ხოშტარია - სამედიცინო ჩარევას იმ შემთხვევაში მივიღებ, როცა სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება, არ მინდა ვინმემ ინერვიულოს და დაპანიკდეს - ერთ გადასხმას დავთანხმდი

სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ, როდესაც სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე მაჩვენებელი სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

„სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ, როდესაც სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება. რამდენიმე ანალიზში არის ცვლილება, რამდენიმე მაჩვენებელი, თირკმლის და ნერვოლოგიური, ამ ჩარევას მოითხოვს. არ მინდა ვინმემ ინერვიულოს და დაპანიკდეს. ეს ის არ არის, რომ მე ახლა ვკვდები და ა.შ. არ გვინდა ზედმეტი მღელვარება. უბრალოდ, თუ ახლა თირკმელზე და ნერვოლიგიურზე სამედიცინო ჩარევას არ მივიღებ, შეიძლება რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს. ამიტომ, ერთ გადასხმას დავთანხმდი. ერთმა გადასხმამ ეს პარამეტრები არ გააუმჯობესა. ის ისევ კრიტიკულ, დაბალ ზღვარზეა. დავთანხმდი მეორე გადასხმას და სანამ ეს საფრთხე არ მოიხსნება, მედიკამენტებს მივიღებ. არ მივიღებ კალორიებს, დანამატებს. ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ შევიმსუბუქო მდგომარეობა, არამედ იმისთვის, რომ მდგომარეობა კრიტიკულად არ დამძიმდეს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია პარლამენტში მე-9 დღეა შიმშილობს. ის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო