11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ადვოკატის განცხადებით, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს მიხეილ სააკაშვილისადმი არაადამიანური მოპყრობა, ფიქსირდება, როგორ ცდილობს პენიტენციური სამსახური მას ღირსება შეულახოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტი და ფიქსირდება თუ როგორ ცდილობს პენიტენციური სამსახური ღირსება შეულახოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იუსტიციის მინისტრი ბრიფინგზე კვლავ ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოსდა, სააკაშვილი თანახმა იყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ არ მომხდარა #18 დაწესებულებაში გადაყვანა.

„როგორც #12 დაწესებულებაში გავრცელებული კადრები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა პენიტენციურმა სამსახურმა, ისე დღევანდელი კადრები, ცალსახად ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი #12 დაწესებულებიდან გამოიყვანეს მოტყუებით, კერძოდ, მას უთხრეს, რომ გადაჰყვათ სამოქალაქო საავადმყოფოში, შესაბამისად, მას ბუნებრივია პრეტენზია ამასთან დაკავშირებით არ ჰქონია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის მიხვდა, რომ მოიყვანეს გლდანის #18 დაწესებულებაში, რომელზეც მას არაერთხელ კატეგორიული პოზიცია ჰქონდა დაფიქსირებული, რომ კატეგორიულად მიუღებელი იყო ამ დაწესებულებაში მოთავსება, ვნახეთ მისი დამოკიდებულება და წინააღმდეგობა ამ პროცესთან დაკავშირებით.

გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ახლა გავრცელებული კადრებით ეს ფიქსირდება თუ როგორ ცდილობს პენიტენციური სამსახური ღირსება შეულახოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ისე ახდენს მის იძულებით მოთავსებას #18 დაწესებულებაში.

ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც და იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების მიმართ არანირი ნდობა არ გვაქვს და არც არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ეს ნდობა გვქონდეს. მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად აღენიშნება დაზიანებები და ეს დაზიანებები აღბეჭდილია, მათ შორის, ფოტოაპარატზეც. რაც შეეხება ამ დაზიანებების ხარისხს, ხასიათს, ეს უკვე შესაბამის დასკვნაში გამოჩნდება,“- განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანსზემოთ შიშველია.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია