პარლამენტში დღეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე განმარტავს, ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი.

“უპირველს ყოვლისა, გაზრდილია ხარჯების ნაწილი 395 მილიონით და ასიგნებები 18 მილიარდ 840 მილიონ ლარს აღწევს. მაკროეკონომიკურ ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის ზრდის წლევანდელი წლის პროგნოზი 9,5%-დან გაზრდილია 10%-მდე. ამან საშუალება მოგვცა, რომ მომდევნო წელსაც დამატებითი რესურსი მიგვეღო ბიუჯეტის ზრდისათვის. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მომავალ წელს დაგეგმილია 6%-ის ფარგლებში. ეს მონაცემი შენარჩუნებულია და აქედან გამომდინარე, ნომინალში 65 მილიარდ ლარს აღწევს. ასევე, შენარჩუნებულია ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-ის დონეზე, ხოლო მთავრობის ვალი აღწევს 52.2%-ს“, - აცხადებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.

კოვზანაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია ბევრი მხარჯავი სუბიექტის დაფინანსება. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები გაზრდილია 71 მილიონით. მისი თქმით, ინიცირებულ ბიუჯეტში გათვალისწინებულია პარლამენტის მთელი რიგი შენიშვნები და წინადადებები.

“ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ხარჯვით ნაწილს შეეხება. კერძოდ, 175 მილიონი ლარია გამოყოფილი იმისათვის, რომ საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით გაიზარდოს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა