ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში ვაქცინაციის ტემპი გააქტიურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში ვაქცინაციის ტემპი გააქტიურდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი მარაგია.

„დღეს დაახლოებით 900 ათასამდე დოზა „ფაიზერია“ ქვეყანაში, აქედან უმრავლესობას, დაახლოებით 700 ათას დოზას ვადა მარტის ბოლომდე აქვს. დაახლოებით 200 ათასს იანვრის და თებერვლის ბოლომდე. დოზა ყველასთვის საკმარისია, „ბუსტერისთვისაც“. მიხარია, დღეს დილით 7 ათასზე მეტი აცრა გვაქვს უკვე. ჩვენ ეს ნოემბრის განმავლობაში აღარ გვქონია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ის იმედოვნებს, რომ ახალი ინიციატივები, რაც 1-ელი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ შემოღებას და 60 წლის ზემოთ მოქალაქეების აცრაზე მათ ფულად წახალისებას ითვალისწინებს, ვაქცინაციის ტემპს გააუმჯობესებს. ამირან გამყრელიძის განმატებით, ასევე აუცილებელია აქტიური საინფორმაციო კამპანია და მეტი ტრენინგი.

„თბილისში მოზრდილი მოსახლეობის უკვე 50%-იანი მოცვა გვაქვს. რაჭა-ლეჩხუმში დაახლოებით 50%-იანი მოცვა გვაქვს და ასევე, აჭარის რეგიონში. ამ სამ რეგიონში აუცილებლად 60%-იან მოცვაზე უნდა გავიდეთ, რომ ყველაზე მძიმე ინდიკატორი შევამციროთ, რაც არის სიკვდილიანობა. რაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ იკლებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას ვთხოვთ, ამას მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი იმუნიზაცია შეაჩერებს. სხვა ამ პანდემიას ვერაფერი შეაჩერებს. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ ყველას, მივიდეთ და ავიცრათ. ქვეყანაში დღევანდელი მონაცემებით, 2 მილიონ ნახევარი დოზაა სხვადასხვა ტიპის ვაქცინა. ის ყველასთვის საკმარისია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა