სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი - ეს არ არის სამკურნალო დაწესებულება, ეს არის საპატიმრო - არ შეიძლება ვინმეს უსაფრთხოების დაცვა ამ დაწესებულებაში, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის

არ შეიძლება ვინმეს უსაფრთხოების დაცვა ამ დაწესებულებაში, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის და განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ადამიანები, რომლებიც ერთ დროს მან პასუხისგებაში მისცა, ახლა ამ დაწესებულებაში არიან, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა ჯონ სენდვიჯმა გლდანის #18 სასჯელაღსრულების დაწესებულების კლინიკაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განმარტებით, ცხადია, რომ პატიმრებს საკმაო კონტროლი აქვთ ამ დაწესებულებაზე და გაუგებარია, როგორ შეძლებს ხელისუფლება მისი მოვალეობის შესრულებას, რომ დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოება მსგავს დაწესებულებაში. ამასთანავე, ადვოკატის თქმით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულება არ არის შესაბამისად აღჭურვილი იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არსებული მოთხოვნები სათანადოდ დააკმაყოფილოს.

„პრეზიდენტი მხნედაა, მას აქვს კარგი განწყობა, მაგრამ ეს არ არის შესაბამისი დაწესებულება, რომელშიც ის უნდა იყოს. სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის, რამდენად შესაძლებელია მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა აქ, ასევე აქ არ არის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა, იმ შემთხვევისთვის თუ მას რამე მოუვა.

შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, რომ იზრუნოს პატიმარზე და იმის მიხედვით, რაც ამ დაწესებულებაში ვნახე, არ მგონია, რომ ხელისუფლებამ ადეკვატურად დააკმაყოფილოს ეს ვალდებულება.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ საპატიმრო დაწესებულების დაცვა, როგორც ჩანს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილი დაიცვას და ვფიქრობ, ბევრი ადამიანია ამ დაწესებულებაში, ვინც ზრუნავს მასზე მათი პასხისმგებლობის ფარგლებში, რომ მისი უსაფრთხოება უზრუნველყონ. მაგრამ არ შეიძლება ვინმეს უსაფრთხოების დაცვა ამ დაწესებულებაში, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის და განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ადამიანები, რომლებიც ერთ დროს მან პასუხისგებაში მისცა, ახლა ამ დაწესებულაში არიან. ცხადია, რომ პატიმრებს საკმაო კონტროლი აქვთ ამ დაწესებულებაზე და უბრალოდ ვერ ვხედავ, როგორ შეძლებს ხელისუფლება მისი მოვალეობის შესრულებას, რომ დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოება მსგავს დაწესებულებაში,“- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე განცხადებით, მან ნახა იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალა სააკაშვილის შესახებ და შეშფოთებულია იმით, თუ როგორ ეპყრობიან მას.

„ეს არის ის ადამიანი ვის მიმართაც მაღალი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ მისი ყოფილი სტატუსიდან გამომდინარე. მე არ ვსაუბრობ გამორჩეულ მოპყრობაზე, მაგრამ მისი ძალით მოთავსება მსგავს დაწესებულებაში შეშფოთებას იწვევს.

როგორც ადვოკატი მე გავაგრძელებ მუშაობას, რომ მას მოეპყრან საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და გავაგრძელებ ადვოკატირებას, რომ მას მოეპყრან ჯანმრთელობის საჭიროებების შესაბამისად და დაიცვან მისი უსაფრთხოება.

ვფიქრობ, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა მათ ვალდებულებულებაზე საერთაშორისო კანონმდებლობის წინაშე, რომ დაცული იქნას მისი უსაფრთხოება და მიეწოდოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. ვიმედოვნოთ, რომ ხელისუფლება პატივს სცემს მის მიერ აღებულ ვალდებულებას და კიდევ ერთხელ, მე მოვუწოდებდი ხელისუფლებას, რომ გამოიყვანონ პრეზიდენტი ამ დაწესებულებიდან. ეს არ არის სამკურნალო დაწესებულება, ეს არის საპატიმრო. მოხარული ვარ, რომ სტრაბურგის სასამართლომ გამოიყენა ეს მექანიზმი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ნაწილობრივ ანგარიშვალდებულს ხდის, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ სტრასბურგის სასამართლო მათ თვალყურს ადევნებს. ვიმედოვნებ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაწესებული ვადის გასვლამდე, საქართველოს ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯებს სააკაშვილის უსაფრთხოების დასაცავად,“- განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, მისივე თქმით, არ ფიქრობს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები იმ სახის ბრალდებებია, რომლებიც სისხლის სამართლის კატეგორიაში განიხილება ამერიკის შეერთებული შტატების ან საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო:სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი აცხადებს, რომ არ შეიძლება ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვა გლდანის ციხის პირობებში

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს