ანა წითლიძე ცესკოს თავმჯდომარეს - შემაჯამებელი ოქმი, რაც ზუგდიდის საოლქო კომისიამ წარმოადგინა, ეს არის „კანონიერი ქურდების“ და ძველი ბიჭების ჩატარებული არჩევნები, რასაც  „ოცნებას“ უფორმებთ

შემაჯამებელი ოქმი, რომელიც ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ წარმოადგინა არ არის ზუგდიდელების ნების გამოხატვა, ეს არის „კანონიერი ქურდების“ და ძველი ბიჭების ჩატარებული არჩევნები, რომელსაც ახლა თქვენ დანაშაულებრივად უფორმებთ „ქართულ ოცნებას“, - ასე მიმართა ცესკოს თავმჯდომარეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები უნდა შეაჯამონ.

წითლიძემ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი ე.წ. კარუსელებს ხელს უწყობდნენ.

„თქვენი, საოლქოდან დანიშნული რეგისტრატორები მონაწილეობდნენ ე.წ. კარუსელებში და სწორედ ეს ადამიანები იყვნენ ისინი, ვინც გაყალბებული პირადობით, სხვის მაგივრად აწერინებდნენ ხელს ადამიანებს. გაქვთ თუ არა თქვენ ინფორმაცია, რატომ მოხდა, რომ ზუგდიდის 33 უბანზე არ ფიქსირდება ვიდეოფიქსაცია, რაზეც ჩვენ საოლქო საარჩევნო კომისიაში გვითხრეს, რომ არ აინტერესებთ 33 უბანზე რატომ არ არის ვიდეოკამერების ჩანაწერები. რეალურად, შემაჯამებელი ოქმი, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ წარმოადგინა არა არის ზუგდიდელების ნების გამოხატვა, ეს არის „კანონიერი ქურდების“ და ძველი ბიჭების ჩატარებული არჩევნები, რომელსაც ახლა თქვენ დანაშაულებრივად უფორმებთ „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში სხდომა იმართება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ 11 საჩივარი უნდა განიხილონ. ამავე სხდომაზე უნდა შეაჯამონ ქალაქ თბილისის მერის და საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის შედეგები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო