რომან გოცირიძე - რაც ანა  ფოტიგას მიმართ განხორციელდა, უგუნურებაა

რაც ანა ფოტიგას მიმართ განხორციელდა, ეს ხომ უგუნურებაა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტთან განუცხადა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ გონებას უნდა მოუხმოს, შეასრულოს მოთხოვნა და სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს.

"ხელისუფლება არათუ ჯანმთელობის დაზიანებაზე არ ფიქრობს, არამედ, უბიძგებს სასიკვდილო შიმშილობისკენ. ეს წარმოუდგენელი ბოროტებაა. ანალოგიური ქმედებები კვალიფიცირდება ევროპის ადამიანის უფლებათა გადაწყვეტილებაში, როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, ადამიანის დაკნინება, მისი სტატუსის შელახვა. ამას დამატებული ის, რომ აინურშიც არ აგდებენ ევროპარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების მისაცემად. ეს არ იყო ადვილი პროცესი. კენჭისყრაზე ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა ევროპარლამენტში. ხოლო ეს არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციისთვის იბრძოდნენ. ახლა საქართველოს ყველა მეგობარი დაცინვის და ქილიკის საგანი ხდება ხელისუფლებისგან. რაც ანა ფოტიგას მიმართ განხორციელდა, ეს ხომ უგუნურებაა. ხელისუფლებას ქვეყანა მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციისკენ. ყველაფერი გროვდება ეტაპობრივად და როდესაც ფიალა აივსება, ახალი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით. ფილოსოფიურად ამას რაოდენობრიობის თვისობრიობაში გადასვლა ჰქვია. გროვდება და ერთ მშვენიერ დღესაც იფეთქებს. წყალი სანამ არის 1-დან 99 გრადუსამდე, ის არის წყალი, ერთი გრადუსიც რომ მოემატოს, ორთქლად იქცევა. სხვა თვისობრიობაში გადადის. ეს ხელისუფლება ამ რაოდენობრივად ბევრი უგუნური ქმედებით ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს და ფინანსური და სხვა სახის სანქციების წინაშე დააყენებს. ეს ძალიან მძიმედ აისახება ისედაც კატასტროფულ ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილ ქვეყანაზე. ამიტომ უნდა მოუხმონ გონებას და ელემენტარული მოთხოვნა, რაც დგას, იყოს დაკმაყოფილებული და სააკაშვილი დროულად იყოს გადაყვანილი კლინიკაში. მითუმეტეს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საჯაროდ დადო პირობა, რომ არავითარი აქცია არ იქნება კლინიკაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იქნება",- განაცხადა გოცირიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა