„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, თბილისში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, თბილისში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

კომპანია სთხოვს მომხმარებლებს, უარი თქვან ღია წვის კამერიან დანადგარებზე.

საკანდელიძის 8 ნომერში მდებარე კორპუსი რიგით 28 - ე საცხოვრებელი სახლია, რომელიც წელს აფეთქებას გადაურჩა. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და აქტიური უსაფრთხოების კამპანიისა, აბონენტების ნაწილი არაფრად აგდებს საფრთხეებს და არ აქცევს ყურადღებას გაზის მოხმარების უსაფრთხოების მარტივ წესებსაც კი. ასეთი დაუდევრობის გამო არაერთი უბედური შემთხვევა ახსოვს დედაქალაქს და კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტების დროული რეაგირება. სწორედ ამ რეაგირების შედეგად გადაურჩა აფეთქებას და სავარაუდო დიდ მსხვერპლს საკანდელიძის 8 ნომერში მდებარე კორპუსი. გუშინვე ერთერთ საცხოვრებელ ბინაში სამი ახალგაზრდა ადამიანი გადარჩა „ცეო“ - სგან სიკვდილს. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ჩვენს მიერ არაერთხელ ნახსენები მკვლელი, ერთკამერიანი( ღია წვის) დანადგარია. ჩვენი სპეციალისტები პერიოდულად ამოწმებენ საცხოვრებელ ბინებს, ხსნიან ამ დანადგარებს ქსელიდან და აფრთხილებენ აბონენტებს, თუმცა მათი ნაწილი თვითნებურად აერთებს ჩახსნილ დანადგარებს და არ ითვალისწინებს მკაცრ გაფრთხილებას. კიდევ ერთხელ გვინდა გთხოვოთ ყველას უარი თქვით ღია წვის კამერიან დანადგარებზე... განსაკუთრებით გვინდა მოვუწოდოთ გაქირავებული ან დაგირავებული ბინების მფლობელებს, ჩახსენით მკვლელი დანადგარები. გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებლები ხართ სხვა ადამიანების სიცოცხლეზე. გთხოვთ, გაითვალისწინეთ ყველა რჩევა და რეკომენდაცია რასაც ჩვენი სპეციალისტები გაძლევენ და დაიცავით საკუთარი და სხვების სიცოცხლე. არ გარისკოთ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, თბილისში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, თბილისში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

კომპანია სთხოვს მომხმარებლებს, უარი თქვან ღია წვის კამერიან დანადგარებზე.

საკანდელიძის 8 ნომერში მდებარე კორპუსი რიგით 28 - ე საცხოვრებელი სახლია, რომელიც წელს აფეთქებას გადაურჩა. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და აქტიური უსაფრთხოების კამპანიისა, აბონენტების ნაწილი არაფრად აგდებს საფრთხეებს და არ აქცევს ყურადღებას გაზის მოხმარების უსაფრთხოების მარტივ წესებსაც კი. ასეთი დაუდევრობის გამო არაერთი უბედური შემთხვევა ახსოვს დედაქალაქს და კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტების დროული რეაგირება. სწორედ ამ რეაგირების შედეგად გადაურჩა აფეთქებას და სავარაუდო დიდ მსხვერპლს საკანდელიძის 8 ნომერში მდებარე კორპუსი. გუშინვე ერთერთ საცხოვრებელ ბინაში სამი ახალგაზრდა ადამიანი გადარჩა „ცეო“ - სგან სიკვდილს. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ჩვენს მიერ არაერთხელ ნახსენები მკვლელი, ერთკამერიანი( ღია წვის) დანადგარია. ჩვენი სპეციალისტები პერიოდულად ამოწმებენ საცხოვრებელ ბინებს, ხსნიან ამ დანადგარებს ქსელიდან და აფრთხილებენ აბონენტებს, თუმცა მათი ნაწილი თვითნებურად აერთებს ჩახსნილ დანადგარებს და არ ითვალისწინებს მკაცრ გაფრთხილებას. კიდევ ერთხელ გვინდა გთხოვოთ ყველას უარი თქვით ღია წვის კამერიან დანადგარებზე... განსაკუთრებით გვინდა მოვუწოდოთ გაქირავებული ან დაგირავებული ბინების მფლობელებს, ჩახსენით მკვლელი დანადგარები. გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებლები ხართ სხვა ადამიანების სიცოცხლეზე. გთხოვთ, გაითვალისწინეთ ყველა რჩევა და რეკომენდაცია რასაც ჩვენი სპეციალისტები გაძლევენ და დაიცავით საკუთარი და სხვების სიცოცხლე. არ გარისკოთ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია