ირაკლი აბესაძე - არაძალადობრივი, მწვავე აქციები აუცილებლად გაგრძელდება - არავინ აპირებს ივანიშვილს აჩუქოს ეს ქვეყანა

არაძალადობრივი, მწვავე აქციები აუცილებლად გაგრძელდება - არავინ აპირებს ივანიშვილს აჩუქოს ეს ქვეყანა, აჩუქოს პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე და აჩუქოს პერსპექტივა, რომ ამ ქვეყანაში ნორმალურად იცხოვრონ ადამიანებმა დასავლურ სივრცეში, - ამის შესახებ დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფერზე საზოგადოება მშვიდად ყურებას არ აპირებს.

"პრეზიდენტ სააკაშვილს სამწუხაროდ, ჩამორთმეული აქვს ყველა სამოქალაქო უფლება, რომელიც ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებულია. მასთან არ უშვებენ ექიმებს და გუშინ ვნახეთ, მათ მიერვე დაბარებულ კონსილიუმს ცინიკურად განუცხადეს, რომ სამუშაო საათები ამოწურულია და მოშიმშილე პრეზიდენტთან არ შეუშვეს, რათა უბრალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობა შეემოწმებინათ. ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტარისთვის აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ნათქვამი უარი პრეზიდენტ სააკაშვილის მონახულებაზე და რეალურად ეს იყო უარი საქართველოს ევროპულ მომავალზეც. ვნახეთ, პირდაპირ კობახიძის დეკლარირებული ანტიდასავლური, ჩვენი მეგობრების და ჩვენი პარტნიორების საწინააღმდეგო განცხადება, რომლებიც რეალურად და ხმამაღლა იცავენ ჩვენს პოზიციებს ევროპულ ასპარეზზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ეძლევა სასამართლოში გამოცხადების და იქ კითხვების გაცემის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე საზოგადოება მშვიდად ყურებას არ აპირებს. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის, პრეზიდენტის პრობლემა - ეს ზოგადად არის ქვეყნის მომავლის პრობლემა, რა ტიპის ქვეყანაში გვინდა ცხოვრება და რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს საზოგადოების თითოეულ წევრს ამ ქვეყანაში. ამიტომ არაძალადობრივი, მწვავე აქციები აუცილებლად გაგრძელდება - არავინ აპირებს ივანიშვილს აჩუქოს ეს ქვეყანა, აჩუქოს პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე და აჩუქოს პერსპექტივა, რომ ამ ქვეყანაში ნორმალურად იცხოვრონ ადამიანებმა დასავლურ სივრცეში", - განაცხადა აბესაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება