მიხეილ ჩხენკელმა UNDP-ის ახალ წარმომადგენელთან თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალ წარმომადგენელს ნიკ ბერესფორდს უმასპინძლა და მასთან პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნიკ ბერესფორდს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოს განათლების სისტემის ყველა საფეხურის მხარდაჭერისათვის. მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებულად გამოყო პროფესიული განათლება და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალ წარმომადგენელს ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმა გააცნო.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ შეძლო უპრეცედენტო და სრულიად ინოვაციური მართვის მოდელის დანერგვა. კერძო-საჯარო პარტნიორობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელიც პროფესიული განათლების ეფექტიანი მართვის თვალსაზრისით სრულიად ახალი სიტყვაა. სააგენტო ხელს შეუწყობს სფეროს განვითარებას ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობას სისტემურ და ორგანიზებულ ხასიათს შესძენს.

ნიკ ბერესფორდმა დადებითად შეაფასა პროფესიული განათლების მართვის აღნიშნული მოდელი და, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა დამსაქმებლების ჩართვის მნიშვნელობას ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარებით აღჭურვილი კადრების მოსამზადებლად. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალმა წარმომადგენელმა ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს პროფესიული განათლების მართვის დიფერენცირებული მოდელი, რომელიც დეცენტრალიზაციას შეუწყობს ხელს. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სტანდარტის მომზადება-გადამზადების პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზების აუცილებლობას, რაც ყველა ასაკის ადამიანს ახალი შესაძლებლობებისკენ გაუხსნის გზას და სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას შეუწყობს ხელს.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა გაერო-ს განვითარების პროგრამის მხრიდან პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მინისტრმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი სპეციალისტები, რაც საერთაშორისო სტანდარტის სწავლებას შეუწყობს ხელს. ასევე, გაგრძელდება ხელმისაწვდომობის ზრდა და ყველა მუნიციპალიტეტში შეთავაზებული იქნება ადგილობრივი მოთხოვნის შესაბამისი პროგრამები.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი ესწრებოდნენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
კახა ოქრიაშვილი - "ღალატის პარტიას" არ სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა
დავით ზილფიმიანი მიმართვას ავრცელებს
PSP წლის ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნესდაჯილდოების - „ოქროს ბრენდი 2021“ და „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXII“-ის გამარჯვებულია
„წისქვილი მცხეთაში“ – „წისქვილი ჯგუფის“ სარესტორნო ქსელს დღეიდან კიდევ ერთი გამორჩეული რესტორანი ემატება
„იმპექსში“ ყოველკვირეული, უპრეცედენტო შეთავაზებები იწყება
ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისათვის - ლიბერთის და “ტელეკლინიკა - MyDoc“-ის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის პროგრამა
„აპარტ დეველოპმენტმა“ ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება