ფონდმა "ქართული გალობა“ არტემ ერქომაიშვილის სახელობის ქართული გალობის შემსრულებელთა და მკვლევართა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

16 ოქტომბერს ფონდმა "ქართული გალობა“ არტემ ერქომაიშვილის სახელობის ქართული გალობის შემსრულებელთა და მკვლევართა საერთაშორისო კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულები დააჯილდოვა. გამარჯვებულებს ქვის პრიზი, სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

მკვევართა ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

• ფუნდამენტური კვლევის მიმართულება – რუსუდან წურწუმია წიგნისთვის „ქართული მუსიკის ისტორია უძველესი დროიდან XX საუკუნემდე“.

• სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომი – ნინო რაზმაძე სტატიისთვის „საკრავების აღმნიშვნელი ტერმინები ბიბლიის ქართულ თარგმანებში“.

შემსრულებელთა ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

• II პრემია – მგალობელთა ტრიო ,,ამაღლება“

• III პრემია – მთაწმინდის მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდი პრემია ფონდის დამფუძნებლების ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ გალობის სფეროში საუკეთესო სამეცნიერო კვლევებისა და ქართული ტრადიციული გალობის შემსრულებელი საეკლესიო გუნდების გამოსავლენად.

კონკურსის საპრიზო ფონდი 20 000 ლარია. წლევანდელ კონკურსანტებს შორის, ფონდის სპეციალური ჯილდო ,,მადლიერების ჩიტი“ გადაეცა ფოლკლორულ ანსამბლ ,,ფერხისას“ ხელმძღვანელსა და გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ნათია დათუაშვილს. ჯილდო ფონდის პროექტების ხელშემწყობთათვის, განსაკუთრებული პატივისცემის და მადლიერების გამოსახატავად, მისი დამფუძნებლის – ნანა გოთუას მიერ შეიქმნა.

ჯილდოს მფლობელები არიან: ქართველი გამოჩენილი ლოტბარები, საუკუნის მოამაგეები – ანზორ ერქომაიშვილი და ჯემალ ჭკუასელი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში