მიხეილ დუნდუა „გლობალური კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს პოზიციის შესახებ - ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა წლიდან წლამდე აჩვენებს შესაძლებლობების მაქსიმუმს და გამორჩეულია სამეზობლოში

„გლობალური კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა ორი ადგილით და შეფასება ისტორიულ მაქსიმუმზეა, 100 პროცენტიანი შკალით - 62,3%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, Legatum Institute-ის მიერ 2021 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს მიერ მიღწეული პოზიციის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს.

„პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქართველოზე წინ მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან. ამ ანგარიშში ჩვენი ქვეყანა წინ უსწრებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი. გარდა ამისა, აღნიშნული ანგარიშის მიხედვით საქართველო ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ინფრასტრუქტურა და ბაზარზე წვდომა, 10-წლიანი განვითარების კუთხით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შევიდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით სწორად მიდის და მომავალშიც ინფრასტრუქტურული განვითარება იქნება პრიორიტეტული ჩვენი ქვეყნისათვის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა