საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სტუდენტებს, სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„ ძვირფასო სტუდენტებო,

გილოცავთ დღევანდელ დღეს!

17 ნოემბერი - სტუდენტთა საერთაშორისო დღე - მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებს აერთიანებს, როგორც სიმბოლო ცოდნის, განათლების, წარმატების, თავდაუზოგავი შრომის, აღმაფრენის, ახლის ძიებისა და საუკეთესო მომავლის საწინდარი.

სტუდენტობა დაუვიწყარი და უმნიშვნელოვანესი ხანაა - ცოდნის დაუფლების წყურვილი შერწყმულია დიად მიზნებთან, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობას უკავშირდება. საქართველოს განვითარებისა და ღირსეული მომავლის პერპენტუმ მობილე სწორედ თქვენ, სტუდენტები ხართ! და ჩვენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა თქვენი დიადი მიზნების აღსრულებაში ლომის წილი შევიტანოთ.

თქვენ, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სტუდენტებს, ახალ რეალობაში გიწევთ ურთულეს გამოწვევებთან გამკლავება. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, პანდემიის მიუხედავად, გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ევროპის წამყვან უნივერსიტეტბში აგრძელებენ სწავლას და კვლევებს, დიდ წარმატებებს აღწევენ მეცნიერებაში, საინჟინრო დარგებში, სპორტსა და ხელოვნებაში.

გისურვებთ, ცოდნის მისაღებად იყოთ მუდამ მოტივირებული, არ დაიზაროთ შრომა, იყოთ შეუპოვრები, არ შეგაშინოთ სავალი გზების სირთულემ, ბოლომდე დარჩეთ თქვენი იდეების ერთგული, ეზიაროთ მეცნიერებას, პროგრესს და საფუძველი ჩაუყაროთ ახალ აღმოჩენებს!

Gaudeamus Igitur - იხარეთ, რომ ჩვენმა ქვეყანამაც იხაროს თქვენთან ერთად ღირსეული მომავლის იმედით!

მუდამ გახსოვდეთ - ცოდნა ძალაა! “, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიმართვაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა