გიორგი ღიბრაძე - Georgia e-Health-ის აპლიკაციის გადმოსაწერი ბმულები განთავსდება Stopcov.ge-ზე , ასევე  სხვადასხვა სამთავრობო უწყებების საიტებზე

თუ აპლიკაცია გადმოწერა მოქალაქემ და გაიარა საკმაოდ მარტივი რეგისტრაცია, მას უკვე მიენიჭა ახალი QR კოდი, რომელიც არანაირ განახლებას არ მოითხოვს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ციფრულ კოვიდ-სერტიფიკატის სარგებლობასა და Georgia e-Health-ის აპლიკაციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, თუ რამე განახლება მოხდა QR კოდთან დაკავშირებით: დამატებითი კვლევა ჩაიტარა მოქალაქემ, პირობითად, PCR ტესტი გაიკეთა, ეს უკვე ავტომატურად აისახება მის QR კოდში, შესაბამისად, დამატებითი მანიპულაციები საჭირო არ არის.

„უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში პრობლემები იყო აპლიკაციის გადმოწერასთან დაკავშირებით, ამიტომ, ეს პრობლემები რომ აღმოიფხვრას, ჩვენ ვდებთ შესაბამის ბმულს სპეციალურ ვებ-გვერდზე - Stopcov.ge, ასევე პირდაპირი ბმულები აპლიკაციის გადმოსაწერად განთავსდება სხვადასხვა სამთავრობო უწყებების საიტებზე, რაც კიდევ უფრო გაუადვილებს ჩვენს მოსახლეობას აპლიკაციით სარგებლობას. ყველა ის ხარვეზი, რომელიც დილიდან გამოვლინდა, თანდათან სწორდება და ყველაფერი მუშაობს უკვე, როგორც უნდა ფუნქციონირებდეს, იმის მიხედვით", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს