გიორგი გრიგოლია სააკაშვილზე - პაციენტის მკურნალობის გაგრძელება N18 დაწესებულებაში ძალიან სახიფათოა

ჩვენ ვთვლით, რომ ეს დაწესებულება არ არის იმისთვის მზად, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს გაეწიოს სათანადო მკურნალობა“, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექპსერტთა ჯგუფის წევრმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, სამედიცინო კონსილიუმმა ეს დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და გლდანის ციხის სამედიცინო ცენტრზე დაკვირვების შედეგად მიიღო.

„ჩვენ გუშინ საღამოს 8:00 საათზე ვიყავით გლდანის მე-18 დაწესებულებაში, სადაც დაახლოებით 4 საათი დავყავით. ორ ჯგუფად დავიყავით, 2 თერაპევტი შევიდა მიხეილ სააკაშვილის გასასინჯად, ანამნეზის შესაკრებად, მისი მდგომარეობის შესაფასებლად, რაც დაახლოებით 40 წუთი გრძელდებოდა. მეორე ჯგუფი გაეცნო დაწესებულების ინფრასტრუქტურას, ვნახეთ რა აქვს ამ დაწესებულებას, ვესაუბრეთ ექიმებს, მორიგე პერსონალს, სამედიცინო დირექტორს.

დღეს მივედით კონსენსუსამდე, რაც გამოქვეყნდება დასკვნის სახით. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ჩვენ შევაფასეთ, როგორც კრიტიკული, რაც 48-დღიანი შიმშილობის შედეგია. მას ენცეფალოპატიის ნიშნები აქვს, მას პერსისტენტული ჰიპოკალიემია, ანუ კალიუმის ნაკლებობა, აქვს ჰემოგლობინის დაბალი ნიშნული და გასტრდეოდონალური სისხლდენის ნიშნები, რაც ჯდება კრიტიკული მდგომარეობის სტატუსში“, - განაცხადა გრიგოლიამ.

გრიგოლიას თქმით, მონიტორინგის დროს მათ გლდანის ციხის პერსონალს ჰკითხეს გართულებების შემთხვევაში, რას გააკეთებენ, რაზეც პასუხი მიიღეს, რომ გადაიყვანენ.

„ჩვენ ვკითხეთ გლდანის ციხის მედპერსონალს - რომ დაიწყოს სიცოცხლისთვის ძალიან სერიოზული გართულებები, როგორიც არის ინფარქტი, ემბოლია, ინსულტი, რას აკეთებენ ასეთ შემთხვევაში? გვითხრეს, რომ პაციენტი იქნება ტრანსპორტირებული შესაბამის დაწესებულებაში. თუ ასეთი სერიოზული გართულებების დროს შესაძლებელია ადამიანის ტრანსპორტირება მულტიპროფილურ დაწესებულებაში, რატომ არ შეიძლება ადამიანი გადავიდეს, როდესაც ის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და მას სჭირდება ინტენსიური თერაპია?”, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ასეთ დაწესებულებაში დატოვება ძალიან სახიფათოა.

„აქედან გამომდინარე, ყველა ერთმანეთს დავეთანხმეთ, რომ ძალიან სახიფათოა ამ პაციენტის ამ დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილი სუბიექტურად გრძნობს დისკომფორტს ამ დაწესებულებაში, რაზეც მან მოგვახსენა. გაცილებით უფრო უკეთესად გრძნობდა თავს პირველ დაწესებულებაში. ეს არ უწყობს ხელს ადეკვატურ მკურნალობას“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა