ბესარიონ სიმონიშვილი - 600 დევნილ ოჯახს ზუგდიდში ბინები გადაეცემა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს ბინებს გადასცემს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, საცხოვრებელი ფართები ღიად და გამჭვირვალედ განაწილდა.

„600 დევნილ ოჯახს ზუგდიდში ბინები გადაეცემა. კომისიამ საცხოვრებელი ფართების განაწილების საკითხზე მუშაობა უკვე დაასრულა და დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ბინებს გადავცემთ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა. ზუგდიდში, პირადად შევხვდები ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ზუგდიდში (თბილისის ქ.N1) 18, 19 და 20 ნოემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, გაიმართება.

600 დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღები უახლოეს მომავალში გადაეცემა.

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025