ლევან იოსელიანი - ჩვენი მოქალაქეები მძიმე შრომას ეწევიან და ნამდვილად არ მემეტებიან ჩვენი დედები და დები იმ საქმისთვის, რასაც ევროპაში აკეთებენ, გვირჩევნია, რომ ლეგალურად იყვნენ დასაქმებულები

ჩვენი მოქალაქეები ძალიან მძიმე შრომას ეწევიან და ნამდვილად არ მემეტებიან ჩვენი დედები და დები იმ საქმისთვის, რასაც ევროპაში აკეთებენ. გვირჩევნია, რომ ლეგალურად იყვნენ დასაქმებულები, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლისას განაცხადა.

ასევე იოსელიანი დაინტერესდა რა რეაგირება მოახდინა საგარეო უწყებამ ერთ-ერთი რუსული არხის მიერ გადაღებულ სიუჟეტზე, სადაც ქართულ დროშას ფეხით გადაუარეს.

„ჩემი პირველი კითხვა ეხება იმ სიუჟეტს, რომელიც ყველამ ვიხილეთ რუსეთის ერთ-ერთ არხზე, სადაც საქართველოს დროშა ფეხქვეშ ჰქონდათ გაფენილი. მაინტერესებს რა რეაგირება ჰქონდა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და რა რეაგირება გატარდა.

მეორე კითხვა ეხება „პარტნიორობა მობილურობისთვის“, რომელზეც ყველამ ვიცით, რომ არის შესაძლებლობების მომცემი ჩვენი მოქალაქეებისთვის 15-ზე მეტ ევროპულ ქვეყანას შორის. ეს შეთანხმება 10 წელზე მეტია არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით საქართველომ აქედან ბევრი ვერაფერი იხეირა გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი აზრით, არასაკმარის ძალისხმევას დებს ამაში ჩვენი საელჩოები იმ ქვეყნებში, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. გერმანიის მაგალითი არ გამოვა წარმატების მაგალითად, რადგან იქ ბოლოს ამოქმედდა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არის უკმაყოფილება დასაქმების თვალსაზრისით. ჩვენი მოქალაქეები ძალიან მძიმე შრომას ეწევიან და ნამდვილად არ მემეტებიან ჩვენი დედები და დები იმ საქმისთვის, რასაც ევროპაში აკეთებენ. გვირჩევნია, რომ ლეგალურად იყვნენ დასაქმებულები მაშინ, როდესაც ამ შეთანხმების ფარგლებში ეს კვოტები გამოიყოფა. რას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ ეს ყველაფერი იყოს ათვისებული?“ - მიმართა დავით ზალკალიანს ლევან იოსელიანმა.

ამასთან, იოსელიანი დაინტერესდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას საკითხით და მინისტრს კითხვით მიმართა, ხორციელდება თუ არა მუდმივი მონიტორინგი მის ჯანმრთელობაზე, რომ არ განმეორდეს ისეთივე შემთხვევა, რაც გენადი ბესტაევთან დაკავშირებით მოხდა.

„ასევე მინდა გკითხოთ ირაკლი ბებუაზეც. ჩვენ გუშინ მოვუსმინეთ გენადი ბესტაევის მეუღლის განცხადებებს, რომელიც ხელისუფლებას ადანაშაულებს დაგვიანებული რეაგირებისთვის, რამაც გაართულა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. არის ინფორმაცია, რომ ბებუას შემთხვევაშიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს რას აკეთებს სამინისტრო რომ გათავისუფლდეს ბატონი ირაკლი და მის ჯანმრთელობაზე თუ არის რეგულარული მონიტორინგი?“ - მიმართა ლევან იოსელიანმა საგარეო საქმეთა მინისტრს.

ლევან იოსელიანი დაინტერესდა დავით გარეჯის საკითხითაც და საგარეო უწყების ხელმძღვანელს სთხოვა განმარტება, თუ რა ნაბიჯები იდგმება პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა