07.07.2025 / 08:38
"ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, რესპუბლიკის მოედანიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს.

აქციაზე შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

აქციაზე შეკრებილები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები. უსაფრთხოების ზომების მიზნით ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რეანიმატოლოგის ჩარევის შედეგად დასტაბილურდა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს