ვლადიმერ კახაძე - საგარეო  უწყების ხელმძღვანელი და თანამშრომლები გაწეული საქმიანობისთვის ნამდვილად იმსახურებენ მადლობას

იმ 30 წლის მანძილზე, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს დიდი გამოწვევების წინაშე დამდგარმა ახალგაზრდა კაცმა დაისახე მიზნად - პრინციპულად, გონივრულად, გამართულად, დახვეწილად, არასოდეს არ გადაგეხვიათ ამ მსახურებისათვის - იმ ქვეყნის მომავლის მსახურებისათვის, რომელიც წავიდოდა თავისუფალ სამყაროში, დიახ, ევროატლანტიკურ სამყაროში, ერთი წუთით ფეხი არ მოგინაცვლებიათ ყველა იმ ადგილზე, სადაც ბრძანდებოდით, - ასე მიმართა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რომელიც დღეს "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტართა წინაშე წარსდგა.

ლადო კახაძემ მინისტრს და მისი უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და იმ ღვაწლისა და მუდმივი მზადყოფნისთვის, რომ „დაბეჯითებული, თავდაჯერებული, გამართული პასუხებით" დაუპირისპირდნენ დეზინფორმაციას.

მან აღმასრულებელი ხელისუფლების კანონმდებელთან თანამშრომლობის საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით დიპლომატიური აკადემიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„დიპლომატიური აკადემია, რომელიც, საწარმოო პრაქტიკა დავარქვათ ამას, სამეცნიერო თუ საპარლამენტო ურთიერთობების პრაქტიკა დავარქვათ, როგორ უნდა ითანამშრომლოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კანონმდებელთან, აი ეს სასწავლო პროცესი იყოს დანერგილი და იყოს მომავალზე კარგად ორიენტირებული", - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

მან სამინისტროს შემადგენლობას ასევე წარმატებები უსურვა უკან, ქვეყანაში, დაბრუნების მსურველ დიასპორის წარმომადგენლებთან მუშაობაშიც.

„მადლობა ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც გეთანამშრომლებათ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რამე თუ საერთო მიზანი ჩვენი ქვეყნის გაკეთილშობილების გზაზე გამოყვანა ყველას ერთობლივი დამსახურება იქნება და მაგალითი იქნება მომავალი თაობებისათვის", - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს