სურსათის ეროვნული სააგენტო - ცხოველების  ჯილეხით დაავადების შემთხვევები 90%-ით შემცირდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2013 წელთან შედარებით, ცხოველების ჯილეხით დაავადების შემთხვევები 90%-ით შემცირდა.

მათი ინფორმაციით, სააგენტოს ვეტერინარები ყოველწლიურად 1 200 000-მდე ცხოველს ცრიან.

„სურსათის ეროვნული სააგენტო ჯილეხის საწინაღმდეგო ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს. დაავადების ამთვისებელ ცხოველებს, ინფექციის დაფიქსირების კერებაში იძულებითი, ხოლო რისკის ზონებში პროფილაქტიკური ვაქცინაცია უტარდებათ. სააგენტოს ვეტერინარები ყოველწლიურად 1 200 000-მდე ცხოველს ცრიან. მიმდინარე წელს, უკვე ვაქცინირებულია 847 000-ზე მეტი ცხოველი. სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად იკლო ცხოველებში ჯილეხის გამოვლენის ფაქტებმა. 2013 წელთან შედარებით, დაავადების შემთხვევები 90%-ით არის შემცირებული.

ჯილეხი (ციმბირის წყლული) საშიში ინფექციური დაავადებაა, რომლითაც შინაური და გარეული ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ექიმთან დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში შედეგი ფატალურია. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. საქართველოში რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ნიადაგობრივი კერა. ახალი კერის წარმოქმნას განაპირობებს დაავადებული ცხოველის დაკვლა, მკვდარი ცხოველის გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება და ა.შ. აქედან გამომდინარე, დაავადების შემთხვევების დროული გამოვლენა და შესაბამისი უწყებების ინფორმირება უმნიშვნელოვანესია. ამ მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი თანამშრომლობით დაიხვეწა „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი“, რომლის მიხედვითაც, ფერმერები, რომელთა პირუტყვის დაცემა ჯილეხით იქნება გამოწვეული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სახელმწიფოსგან ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ“,-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას