შალვა პაპუაშვილი - სასამართლოს წინააღმდეგ სპეციალური დისკრედიტაციის კამპანია იმისთვის მიმდინარეობს, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერებს მართლმსაჯულება ასცილდეთ

სასამართლოს წინააღმდეგ სპეციალური დისკრედიტაციის კამპანია იმისთვის მიმდინარეობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს მართლმსაჯულება ასცილდეთ,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებამდე განაცხადა, რითაც სასამართლო სისტემაზე ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციას მართლმსაჯულების დელეგიტიმაცია სურს.

„ჩვენ ვხედავთ სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარე ანტიკამპანიას. ზოგიერთ ტელევიზიაში კლიპებიც გადის, სადაც მოსამართლეებს მკვლელებად მოიხსენიებენ. თუკი ამ დისკრედიტაციის კამპანიას შევაჯამებთ, რომელიც სასამართლოს წინააღმდეგ წლებია მიმდინარეობს, ერთ რამეს მგონი ლოგიკურად დავასკვნით, ეს არის სპეციალური დისკრედიტაციის კამპანია იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს მართლმსაჯულება ასცილდეთ, ყველაფერი აქეთკენ არის მიმართული, რომ მართლმსაჯულების დელეგიტიმაცია მოხდეს, ჰქონდეთ სათქმელი, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება ეს თუ სხვა ლიდერი "ნაციონალური მოძრაობის", მათ წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები არ არის ლეგიტიმური,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განხილვები იწყება. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების და მათი მოსმენის პროცედურაზე შეთანხმების საკითხი უნდა განიხილონ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს