ზაზა ფირალიშვილი - სიტუაცია ისეთია, რომ რომელიმე მხარის გამარჯვება, დიდი ალბათობით, მოგვიტანს ყველაზე ვულგარულ პოსტსაბჭოთა ავტორიტარიზმს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, არჩევნების შემდეგ საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემად რჩება მესამე პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებული პროცესები.

როგორ შეაფასებდით იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა, მხედველობაში მაქვს სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების შიმშილობა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა-არგადაყვანასთან დაკავშირებული თემები?

- ჰომეოსტაზს უწოდებენ ღია სისტემის უნარს, რეაქციათა კოორდინაციის მეშვეობით შინაგანი მდგრადობა, დინამიკური წონასწორობა შეინარჩუნოს. ბიოლოგიური ორგანიზმი ჰომეოსტაზის დარღვევის შემთხვევაში იღუპება.

საზოგადოებრივი ჰომეოსტაზის დარღვევისას საფრთხე ელის სახელმწიფოებრივ ორგანიზმს და ამის გამო პასუხისმგებლები არიან ისინი, ვინც ამ დარღვევაზე ნებით თუ უნებლიედ იმუშავა.

უკვე ოცდაათი წელია, ამ მდგომარეობაში ვართ და არ ვიცი, როდემდე გაუძლებს ამას ქართული სახელმწიფო. საქართველოში პოლიტიკურ ამინდს, უფრო უამინდობას, დღესაც ქნიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც თანამშრომლობის უნარი, თუნდაც, უმთავრეს სახელმწიფოებრივ პრობლემებთან დაკავშირებით ატროფირებული აქვთ.

ეს ისე, ზოგადი სურათის დასახატად.

როგორც ვნახეთ, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ და მისმა დაპატიმრებამ ვერც არჩევნების მეორე ტურზე და ვერც საპროტესტო მოძრაობის მასშტაბებზე დიდი გავლენა ვერ მოახდინა. გაიზარდა დაპირისპირების სიმწვავე და არა მისი მასშტაბები. მისი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა ლამის ერთადერთი გონივრული ნაბიჯია, რომლის გადადგმაც ხელისუფლებამ მოახერხა.

იმის ნაცვლად, რომ თავადვე გადაედგათ ისეთი ნაბიჯები, საგარეო და საშინაო დაწოლას რომ შეამცირებდა, მხოლოდ სიტუაციის უკიდურესი დამძიმების შემდეგ წავიდნენ დათმობაზე. ეს კი უკვე წამგებიანია.

ასეთ მწვავე დაპირისპირებაში იმარჯვებს ის, ვისაც პოლიტიკური ოპონენტის მორალური განიარაღება ძალუძს. ამის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლები აღმოჩნდნენ იმ პრიმიტიული წარმოდგენის ტყვეობაში, რომ ყოველი დათმობა სისუსტის გამოვლენა იქნებოდა და ამ მანკიერი სტრატეგიის ერთგულებით იმდენი შეცდომა დაუშვეს, რამდენიც დაშვებაც კი შესაძლებელი იყო.

ასეთ მწვავე დაპირისპირებაში იმარჯვებს ის, ვისაც პოლიტიკური ოპონენტის მორალური განიარაღება ძალუძს. ამის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლები აღმოჩნდნენ იმ პრიმიტიული წარმოდგენის ტყვეობაში, რომ ყოველი დათმობა სისუსტის გამოვლენა იქნებოდა და ამ მანკიერი სტრატეგიის ერთგულებით იმდენი შეცდომა დაუშვეს, რამდენიც დაშვებაც კი შესაძლებელი იყო

როგორც ჩანს, სააკაშვილმაც იცოდა, რომ ასე მოხდებოდა და მეთოდურად ახორციელებდა და კვლავაც განახორციელებს თავის გეგმას - სიტუაციის მუდმივი დაძაბვით ხელისუფლების შეცდომათა პროვოცირება მოახდინოს. დრო გამოაჩენს, რა შედეგს მოიტანს ეს სტრატეგია. ხელისუფლების მოკავშირედ ხომ დღემდე რჩება ის ტრავმა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მმართველობამ ჩვენს საზოგადოებას დაუტოვა. თუმცა კი თუ ხელისუფლების მხრიდან შეცდომების კასკადი ასე გაგრძელდა, ვერავინ განსაზღვრავს, რა მოხდება ხვალ.

როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ცუდად ესმით ამ ტრავმის მასშტაბები. ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისათვის, მიუხედავად „ოცნების“ მიმართ უკმაყოფილებისა, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება კატეგორიულად არის მიუღებელი. სააკაშვილს გაუჭირდება თავისი წარსული მუდმივი საინფორმაციო აჟიოტაჟით გადაფაროს. ოცნებაც, ნებით თუ უნებლიედ, ხელს უწყობს, რომ სამართალი სტიქიურმა შურისძიებამ ჩაანაცვლოს.

ცოტა ხნის წინ შავრაზმული ძალების მოხმობასაც კი მოვესწარით. სამართლისა და კეთილგონივრულობის ფარგლების დატოვება არც ერთი მხარის ლიდერებისთვის, სამწუხაროდ, არ არის უცხო.

თუ არ ვცდები, დასავლეთის არც ერთ წარმომადგენელს და ორგანიზაციას ღიად ეჭვქვეშ არ დაუყენებია სააკაშვილის პატიმრობის მართლზომიერება. ეჭვს მისადმი მოპყრობა იწვევდა და იწვევს. თუ „ოცნება“ ვერ შეძლებს პოლიტიკური მართლმსაჯულების ბრალდებისაგან გათავისუფლებას, მაშინ უკვე სასჯელის გამო ეჭვის გამოთქმასაც უნდა ველოდეთ მთელი იმ შედეგებით ჩვენი ქვეყნისათვის, რაც ამას თან შეიძლება სდევდეს. „ოცნების“ ლიდერების ქცევა ამ საფრთხეს რეალურს ხდის.

თუოცნებავერ შეძლებს პოლიტიკური მართლმსაჯულების ბრალდებისაგან გათავისუფლებას, მაშინ უკვე სასჯელის გამო ეჭვის გამოთქმასაც უნდა ველოდეთ მთელი იმ შედეგებით ჩვენი ქვეყნისათვის, რაც ამას თან შეიძლება სდევდეს. „ოცნებისლიდერების ქცევა ამ საფრთხეს რეალურს ხდის

POLITICO-სთვის გაგზავნილი წერილიდან ჩანს, რომ სააკაშვილი გათავისუფლებისათვის ბრძოლას იწყებს და ცდილობს, ამაში საერთაშორისო ძალები ჩართოს. ის შეეცდება, სიტუაციიდან გამოწუროს ყველაფერი, რისი გამოწურვაც შეიძლება. თუ მიზანს მიაღწევს, ის გაცილებით უფრო ძლიერ და მნიშვნელოვნად რეაბილიტირებულ პოლიტიკურ აქტორად მოგვევლინება, ვიდრე დაჭერამდე იყო.

სააკაშვილი გათავისუფლებისათვის ბრძოლას იწყებს და ცდილობს, ამაში საერთაშორისო ძალები ჩართოს. ის შეეცდება, სიტუაციიდან გამოწუროს ყველაფერი, რისი გამოწურვაც შეიძლება. თუ მიზანს მიაღწევს, ის გაცილებით უფრო ძლიერ და მნიშვნელოვნად რეაბილიტირებულ პოლიტიკურ აქტორად მოგვევლინება, ვიდრე დაჭერამდე იყო

აუცილებლად უნდა აღვნიშნო - „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა ელენე ხოშტარიას შიმშილობამ. ოპოზიციური პოლიტიკურ სპექტრში ელენე ხოშტარია ის ფიგურაა, ვინც ამ პროცესებში თავისი ადგილი მოძებნა და მოვლენებზე სერიოზული გავლენაც მოახდინა.

მოკლედ, პოლიტიკური ჰომეოსტაზი გვარიანადაა დარღვეული. ამ სიტუაციაში თეონა აქუბარდიას მცდელობა, როგორმე პარლამენტის ტრიბუნიდან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დღეს ქვეყნისთვის საკმაოდ აქტუალური პრობლემები გაგვახსენოს, საყოველთაო აჟიოტაჟში იკარგება. არადა, ჩვენს გარშემო სამყარო ყოველდღიურად იცვლება და შემაშფოთებელი ნიშნებიც ჩანს.

- მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლას რომ არჩევნების შემდეგ გაგრძელება მოჰყვებოდა, ცხადი იყო, მაგრამ მაინც ძნელი სავარაუდო იყო, რომ პროცესს ასეთი რთული და დრამატული გაგრძელება ექნებოდა.

ვითარების არც სირთულეს და არც დრამატულობას ხელისუფლება კარგა ხანს არ იმჩნევდა. იგი ამტკიცებდა, რომ ხელოვნურად ხდება პოლიტიკური კრიზისის ილუზიის შექმნა. ცხადია, რომ არჩევნების შემდეგ არსებულ პოლიტიკურ პროცესში ორივე მხარეს ბრძოლის თავისი სტრატეგია და ტაქტიკა აქვს.

სააკაშვილის მიერ შიმშილობის აქციის დაწყების ფონზე თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნების შემდეგ ერთი მხრივ ოპოზიციის, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების მოქმედებასა და ქცევას თავიანთი მიზნების მისაღწევად?

- ოპოზიცია დღეს მთლიანად მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგშია ჩართული. იყო ცალკეულთა სუსტი მცდელობები დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალებად დამკვიდრებულიყვნენ, მაგრამ მათ საამისო რესურსი არ აღმოაჩნდათ. როგორც ვთქვი, სააკაშვილი ახლა თავისი ბრძოლის ახალ ფაზას იწყებს და ვეჭვობ, ოცნება ბევრს ვერაფერს დაუპირისპირებს ამას. მას თითქმის არ გააჩნია არგუმენტი, რომლითაც თავის მმართველობას პოზიტიურ ელფერს შესძენდა.

სააკაშვილი ახლა თავისი ბრძოლის ახალ ფაზას იწყებს და ვეჭვობ, „ოცნებაბევრს ვერაფერს დაუპირისპირებს ამას. მას თითქმის არ გააჩნია არგუმენტი, რომლითაც თავის მმართველობას პოზიტიურ ელფერს შესძენდა

ალბათ, კვლავ შევესწრებით ბევრი ისეთი პროპაგანდისტული ფორმულის გამოყენებას, რომლებმაც თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. არადა, ბევრი ის ადამიანიც კი, ვისთვისაც სააკაშვილი კატეგორიულად არის მიუღებელი, „ოცნებას“ მხარს ვეღარ უჭერს.

თქვენს ყურადღებას მივაქცევდი ექიმების ბოლო განცხადებებს სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ. ამჯერად, მეტს არ ვიტყვი.

ორივე მხარის საზოგადოებრივი მხარდაჭერა შეზღუდულია. ისინი გრძნობენ ამას და თუკი რაიმეში თანხმდებიან, მხოლოდ იმაში, რომ „შუაშიზმი“ დაუშვებელია. ე.წ. შუაშისტების რაოდენობრივი ზრდა ორივეს აზარალებს.

თუ დააკვირდებით, ერთნაირ ტერმინებში როგორ ლანძღავენ ორივე მხრიდან იმათ, ვისთვისაც ორივე მიუღებელია. ცუდი არ იქნება, თუ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გაიაზრებენ, რომ შუაშისტების უდიდესი ნაწილი ის ადამიანებია, ვისაც არა აქვს სურვილი, ორი პოლიტიკურად უმწიფარი და გაცვეთილი ძალის დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღოს და ქართული პოლიტიკური სპექტრისაგან სხვა დისკურსს ელის.

ცუდი არ იქნება, თუ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გაიაზრებენ, რომ შუაშისტების უდიდესი ნაწილი ის ადამიანებია, ვისაც არა აქვს სურვილი, ორი პოლიტიკურად უმწიფარი და გაცვეთილი ძალის დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღოს და ქართული პოლიტიკური სპექტრისაგან სხვა დისკურსს ელის

ვერ გეტყვით, როგორ წარიმართება პროცესები. შესაძლოა, სწორედ დღეს მზადდება სოციო-ფსიქოლოგიურ ნიადაგი ვიღაც სხვისათვის, როგორც ეს 2011 წლის საპროტესტო მოძრაობის დროს მოხდა, როდესაც არასაკმარისად პოპულარული ლიდერების მცდელობამ, რადიკალური პროტესტი წარემართათ, საზოგადოებაში რეზონანსი ვერ იქონია, მაგრამ ნიადაგი მოამზადა ივანიშვილის ასპარეზზე შემოსასვლელად.

ჯერჯერობით ამის რესურსი არ ჩანს. ორი მთავარი პოლიტიკური პოლუსის დაპირისპირებაში თითქმის ყველა სხვა ჩაიკარგა. 2003 წლის მსგავსი სატელევიზიო-ვირტუალური რევოლუციის მოწყობა დღეს შეუძლებელია იმ ელემენტარული მიზეზით, რომ ჩვენი მოქალაქე დღეს უკვე საკმაოდ გამოცდილია და ნაკლებად ექვემდებარება პრ-ტექნოლოგიებსა და მდარე პროპაგანდას .

მთავარი სახელმწიფოებრივი პრობლემა ისაა, რომ ამჯერად კატასტროფული სისწრაფით ვკარგავთ დასავლეთის თანაგრძნობას და მხარდაჭერას და ამის მიზეზებია არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ „ხალხური პირდაპირობით“ გამოთქმულმა შეფასებები, დასავლეთის წინაშე ინფანტილური ყოყლოჩინობა და წინა ხელისუფლებიდან მემკვიდრეობით მიღებული პოლიტიკური მართლმსაჯულება, არამედ ოპოზიციის უნაყოფო კვაზირევოლუციური სტრატეგიაც, მისი სიშორე საკუთარი საზოგადოებისაგან, მისი რეალური პრობლემებისაგან და ა.შ.

მთავარი სახელმწიფოებრივი პრობლემა ისაა, რომ ამჯერად კატასტროფული სისწრაფით ვკარგავთ დასავლეთის თანაგრძნობას და მხარდაჭერას და ამის მიზეზებია არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერხალხური პირდაპირობითგამოთქმულმა შეფასებები, დასავლეთის წინაშე ინფანტილური ყოყლოჩინობა და წინა ხელისუფლებიდან მემკვიდრეობით მიღებული პოლიტიკური მართლმსაჯულება, არამედ ოპოზიციის უნაყოფო კვაზირევოლუციური სტრატეგიაც, მისი სიშორე საკუთარი საზოგადოებისაგან, მისი რეალური პრობლემებისაგან და ..

აქამდე „ოცნების“ მთავარი სტრატეგია იყო, რამდენიმე ლიდერის არადიპლომატიური განცხადებებით „ნაცმოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური ძალების ექსტრემისტული ქცევა გამოეწვიათ.

როგორც ჩანს, ყველაფერი ეს გათვლილი იყო იმაზე, რომ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე ქუჩის პროტესტი დაიწრიტებოდა. შიმშილობის დაწყებით სააკაშვილმა შეძლო ამ სცენარში კორექტივების შეტანა.

ყველა შემთხვევაში, „ოცნებამ“ „მოახერხა“ და სააკაშვილის დაპატიმრება სამართლებრივი სივრციდან გაიყვანა. პრემიერის მუქარა, თუ ჭკუით არ მოიქცევა, ბრალდებას დავუმძიმებთო, სწორედ ამას ნიშნავს. როდესაც დამნაშავეს სჯი, ისე უნდა მოიქცე, რომ თავად არ დაკარგო მართლმსაჯულების აღსრულების მორალური უფლება.

ღმერთმა არ ქნას და, ვთქვათ, სააკაშვილის შიმშილობა ცუდად დასრულებულიყო. როგორ ფიქრობთ, ვინ დარჩებოდა „ოცნებას“ საერთაშორისო პარტნიორად პუტინისა და ლუკოშენკოს მეტი? ბოლომდე დაკარგავდა თუ არა იმ მორალურ უპირატესობას, რომელიც მას 2012 წელს ჰქონდა და დღემდე მხოლოდ გარკვეულად აქვს და რა პოლიტიკურ შედეგებს გამოიწვევდა ეს?

მე მხოლოდ პოლიტიკურ შედეგებზე ვლაპარაკობ და არა სამართლებრივ-მორალურზე, რადგან მესმის, რომ ძნელია ასეთზე ისაუბრო იმასთან, ვისაც შიმშილობა ადამიანის კონსტიტუციური უფლება ჰგონია.

„ოცნებისათვის“ ყველაფერი თუ ცუდად დამთავრდა, მხოლოდ ყველაზე თავზეხელაღებულებიღა გაბედავენ მის დაცვას. ცხადია, ლაპარაკი არა მაქვს იმათზე, ვინც „ოცნებასთან“ მყარი ფინანსური ინტერესებით არის დაკავშირებულები.

ოცნებისათვისყველაფერი თუ ცუდად დამთავრდა, მხოლოდ ყველაზე თავზეხელაღებულებიღა გაბედავენ მის დაცვას. ცხადია, ლაპარაკი არა მაქვს იმათზე, ვინცოცნებასთანმყარი ფინანსური ინტერესებით არის დაკავშირებულები

ეჭვი მაქვს, „ოცნებაში“ ეს არ ესმით და ისევ დარწმუნებულები არიან, რომ 2012-ის გამეორება შესაძლებელია. თუ გაჭირდა, ლიდერსაც დაიყოლიებენ, კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს საჯარო პოლიტიკას.

-ფაქტია, რომ საქართველოში დაბრუნებული და ახლა ციხის საკანში მყოფი სააკაშვილი ბევრისთვის მოულოდნელადაც კი ბრძოლისთვის აღმოჩნდა მზად. მიუხედავად იმისა, რომ იგი საქართველოში არ იყო, მაინც რჩებოდა „ნაცმოძრაობის“ ლიდერად. ძნელი სათქმელია როგორ განვითარდება პროცესები მის ირგვლივ, მაგრამ ფაქტია, რომ იგი ქართულ რეალურ სივრცეშია დაბრუნებული.

ფაქტია, რომ ეს სივრცე დღეს ციხის საკანია, მაგრამ თუ მანამდე ხელისუფლება აცხადებდა, რომ იგი არ შიმშილობს, ახლა თავად ხელისუფლებას უწევს იმის აღიარება რომ იგი მართლაც ცუდაა.

ამ პროცესების ფონზე ვხედავთ რომ როგორც ხელისუფლების, ისე სააკაშვილის ლიდერობით პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართული ოპოზიციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. აზრთა სხვადასხვაობა რომ საკმაოზე ბევრად მაღალია, ეგეც ფაქტია.

თქვენი დაკვირვებით რომელი მხარე უფრო წარმატებულად გამოიყურება იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელსაც არჩევნების დასრულების შემდეგ ვადევნებთ თვალს?

- ხდება ის, რასაც ივანიშვილის გარემოცვა ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა. სააკაშვილმა შეძლო და „ოცნებას“ ზედიზედ აშვებინებს სამართლებრივ და მორალურ შეცდომებს. „ოცნების“ ლიდერები - და ეს უკვე მათ გამოსვლებშიც იგრძნობა - თვალდათვალ კარგავენ საკუთარი სიმართლის გრძნობას.

მაგრამ. როგორც არ უნდა დაკარგოს „ოცნებამ“ მოსახლეობის ნდობა, „ნაციონალების“ მთავარი მტერი იქნება კითხვა მათი წარსულისა და სამომავლო მიზნების შესახებ. კითხვებს მხოლოდ წარმატებების გამო კი არ არსებობს, არამედ ძალაუფლებით ტკბობის, ბიზნესის დატერორების, ადამიანის უფლებათა დარღვევის, მკვლელობების, მდარე ხარისხის პრ ხრიკებით ადამიანების გაბითურების მცდელობათა და სხვათა შესახებ.

არ ვიცი, ესმით ესმით თუ არა, რომ 2012 წლის კრახი მიიღეს არა მილიარდერის მიერ დახარჯული ფულის გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ ფატალურად გაუცხოვდნენ თავისი საზოგადოებისაგან.

ამიტომაც, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მხარე განსაკუთრებით წარმატებულია. ბევრის თვალში ორივეს დაკარგული აქვს ის, რის გარეშეც ქვეყნის მართვა შეუძლებელია - მოსახლეობის კრიტიკული ნაწილის ნდობა.

ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მხარე განსაკუთრებით წარმატებულია. ბევრის თვალში ორივეს დაკარგული აქვს ის, რის გარეშეც ქვეყნის მართვა შეუძლებელია -მოსახლეობის კრიტიკული ნაწილის ნდობა

დღეს საქართველოში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არა აქვს ისეთი საერთო-სახალხო მხარდაჭერა, როგორიც ადრე გვინახავს და მხოლოდ ამგვარის შთაბეჭდილებას თუ შექმნიან სატელევიზიო მანიპულაციებისა და სოციალურ ქსელებში ჩასმული პროპაგანდისტების მეშვეობით.

რაც შეეხება „ოცნებას,“ მისთვის 2012 წლის სახალხო მხარდაჭერა მხოლოდ მოგონებებშიღა დარჩება იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ წლების განმავლობაში მან ვერ შექმნა ქართული სახელმწიფოებრიობის კონცეფცია, ვერ შექმნა პოზიტიური იდეოლოგია, რომელიც მასთან ადამიანებს პოზიტიური ნიშნით დააკავშირებდა და არა მხოლოდ „ნაცების“ სიძულვილით.

რაც შეეხებაოცნებას,“ მისთვის 2012 წლის სახალხო მხარდაჭერა მხოლოდ მოგონებებშიღა დარჩება იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ წლების განმავლობაში მან ვერ შექმნა ქართული სახელმწიფოებრიობის კონცეფცია, ვერ შექმნა პოზიტიური იდეოლოგია, რომელიც მასთან ადამიანებს პოზიტიური ნიშნით დააკავშირებდა და არა მხოლოდნაცებისსიძულვილით

იმით, რომ დღევანდელ ლიდერშიპში წამლადაც არა ჰყავთ ერთი ადამიანიც კი, ვინც სტრატეგიულად აზროვნებს საქართველოს სახელმწიფოს მომავალთან დაკავშირებით, რომ მას - ერთეული გამონაკლისების გარდა - ქმნიან საკმაოდ საშიში, წვრილი მოხელის მენტალიტეტის მქონე ადამიანები, რომლებმაც მხოლოდ მათი ლიდერის ნებით თუ მოიპოვეს უმაღლესი თანამდებობები და ახლა გაავებულები, ყოველგვარი სამართლებრივი პრინციპების, სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინების გარეშე იცავენ თავს.

ყველა, ვინც კი განსხვავებული იყო, 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებიდან პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში გაირიყა, შემდეგ კი განდევნა.

მოკლედ, გვყავს ორი ძალა, რომელთაგან ვერც ერთი ვერ იქნება სასურველი. მესამე ძალა კი, სამწუხაროდ, კვლავ „ბაზალეთის ტბის ძირასაა“.

ორივეს თანაბრად ეხება მაქსიმა - როდესაც ფულს, ან ძალაუფლებას, ან ორივეს ერთად, დიდი პიროვნული კულტურა არ ახლავს, ის აუცილებლად იქცევა საზოგადოებრივ უბედურებად.

ორივეს თანაბრად ეხება მაქსიმა - როდესაც ფულს, ან ძალაუფლებას, ან ორივეს ერთად, დიდი პიროვნული კულტურა არ ახლავს, ის აუცილებლად იქცევა საზოგადოებრივ უბედურებად

-სააკაშვილის თემაზე საკმაოდ მკაფიო გახლდათ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ვაშინგტონმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა მესამე პრეზიდენტს მოექცეს სამართლიანად და ღირსეულად. მანამდე იყო ამ ტიპის მოწოდებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაგანაც, მაგრამ მათ ხელისუფლება კარგა ხანს არ იმჩნევდა.

მეტიც, ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მისამართით როგორც მინიმუმ არც ადეკვატური იყო და არც კორექტული.

ოპოზიციის ლიდერებმა იმაზე გაამახვილეს ყურადღება, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლიანი ისტორიის მანძილზე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ ისეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გაკეთებულა, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერშიფის წარმომადგენლებმა უკანასკნელ დღეებში აკეთეს. ამის გამო არა ერთი განცხადება გაკეთდა იმაზე, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე ემუქრება.

რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყნის დასავლური კურსი საფრთხეშია?

- მოდით, თავი დავანებოთ იმ ვარაუდს, რომ „ოცნება“ მთლიანად კრემლის ნებას ასრულებს. ამის გარეშეც მისი დღევანდელი მოქმედება, ხვდებიან ამას თუ არა, ეს კიდევ სხვა თემაა, ობიექტურად სწორედ კრემლის ინტერესებშია.

გადახედეთ ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეს და იოლად აღმოაჩენთ, როგორი გააქტიურებულები არიან პუტინისტური ძალები. როგორ ლაღობენ ისინი, ვისაც ჰგონია, რომ დასავლეთისათვის ბრანწის ჩვენება ერის ღირსების დამადასტურებელი პოლიტიკური აქციაა.

გადახედეთ ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეს და იოლად აღმოაჩენთ, როგორი გააქტიურებულები არიან პუტინისტური ძალები. როგორ ლაღობენ ისინი, ვისაც ჰგონია, რომ დასავლეთისათვის ბრანწის ჩვენება ერის ღირსების დამადასტურებელი პოლიტიკური აქციაა

შემთხვევითია, რომ „ოცნების“ მოკავშირეებად სწორედ რომ ანტიდასავლური ძალები გვევლინებიან, ზედმეტად ყალბად რომ გვიმტკიცებენ თავის ერთგულებას ჩვენი საზოგადოების ცივილიზაციური არჩევანის მიმართ?

შემთხვევითია იმ საერთაშორისო პროექტების ჩაშლა, რომლებსაც ხელი უნდა შეეწყო ჩვენი ინტეგრაციისათვის ცივილიზებულ სამყაროსთან?

აღარაფერს ვამბობ სრულიად არაევროპულ ჩრდილოვან მმართველობაზე, პოლიტიკურ სამართალზე, ნეპოტიზმზე და ასე შემდეგ. ასეთი კითხვები უკვე მრავლად გაჩნდა.

- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე და კიდევ სხვა მხრებიდანაც ხშირად აცხადებენ, რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 90-იანი წლების გაკვეთილები გათვალისწინებულ იქნას.

იმისათვის რომ პროცესები არასასურველი სცენარით არ განვითარდეს, ამისთვის ოპტიმალური გამოსავალი რა შეიძლება იყოს?

- სამოქალაქო ომი მხოლოდ სახელმწიფოებრივი ცნობიერების რღვევის ნიშანია. ეს რღვევა კი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოგვდევს. ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენს სახელმწიფოებრივ ორგანიზმში ჰომეოსტაზი დამყარებულიყოს. განსხვავება ისაა, რომ თუ 90-იან წლებში იმედი მაინც ძლიერი იყო და სულ ველოდით სიტუაციის დალაგებას, დღეს ეს იმედი გადაწურვის პირზეა.

ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ვერ მიმხვდარა ერთ ძალიან მნიშვნელოვან, მე ვიტყოდი, ყველაზე მნიშვნელოვან გარემოებას - არც ერთი იდეა ან პიროვნება არ ღირს იმად, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა დაზარალდეს და რომ გარდა ერთმანეთთან ბრძოლისა, მათ თანამშრომლობაც მართებთ. ხომ ბანალურია? სამწუხაროდ, ყველაზე ძნელი მისაღწევი ასეთი ბანალური გარემოებებია ხოლმე.

ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ვერ მიმხვდარა ერთ ძალიან მნიშვნელოვან, მე ვიტყოდი, ყველაზე მნიშვნელოვან გარემოებას - არც ერთი იდეა ან პიროვნება არ ღირს იმად, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა დაზარალდეს და რომ გარდა ერთმანეთთან ბრძოლისა, მათ თანამშრომლობაც მართებთ. ხომ ბანალურია? სამწუხაროდ, ყველაზე ძნელი მისაღწევი ასეთი ბანალური გარემოებებია ხოლმე

ისევე, როგორც ოცდაათი წლის წინ, დღესაც საქართველო სავსეა პოლიტიკური ჯგუფებით, ვინც მიიჩნევს, რომ ჭეშმარიტებას მონოპოლიურად ფლობს და რომ ნებისმიერი სხვა არა მხოლოდ მცდარია, არამედ ზღვრული ბოროტების მატარებელიც.

ტიპიური სექტანტური იდეოლოგიაა და ამას ხელს ჩვენი მრავალი მოქალაქეც უწყობს, ვისთვისაც ისტორიული ჩვევის გამო პოლიტიკური ცხოვრების მხოლოდ სტალინური მოდელია გასაგები და მისაღები. სამწუხაროდ, სტალინიზმი ჯერაც მყარადაა ჩვენს ცნობიერებაში.

რატომ ბადებს ჩემში დღევანდელი ბრძოლა ეჭვს? პირველ რიგში იმიტომ, რომ ფასადის მიღმა ზედმეტად გამჭვირვალედ ჩანს ორი პირის, სააკაშვილისა და ივანიშვილის პირადი დაპირისპირება.

ეს იმდენად ნათლად ჩანს, რომ მთელი ის „იდეოლოგიური“ შარავანდედი, რომლითაც ეს ბრძოლებია მოსილი, იფანტება. სიტუაცია ისეთია, რომ ასეთი ბრძოლის ლოგიკური დასასრული კი ისაა, რომ რომელიმე მათგანის გამარჯვება დიდი ალბათობით მოგვიტანს ყველაზე ვულგარულ პოსტსაბჭოთა ავტორიტარიზმს.

სრული განცდა მაქვს, რომ მხარეები პატივს არ გვცემენ, რომ, რომ მათთვის ვარ არა პიროვნებები, არამედ ერთგვარი მასალა, რომელშიც ოსტატური პიარსვლებით უნდა გამოიწვიო აღშფოთება თუ მოწონება.

რატომ ბადებს ჩემში დღევანდელი ბრძოლა ეჭვს? პირველ რიგში იმიტომ, რომ ფასადის მიღმა ზედმეტად გამჭვირვალედ ჩანს ორი პირის, სააკაშვილისა და ივანიშვილის პირადი დაპირისპირება... ასეთი ბრძოლის ლოგიკური დასასრული კი ისაა, რომ რომელიმე მათგანის გამარჯვება დიდი ალბათობით მოგვიტანს ყველაზე ვულგარულ პოსტსაბჭოთა ავტორიტარიზმს

ჩვენს გარემოცვაში მყოფი ერთგანზომილებიანი აზროვნებისა და საკუთარი ვნებების ტყვეობაში მყოფი ადამიანების სიმრავლე და ეგზალტირებული აქტიურობა წარმატების ლამის სრულ გარანტიას აძლევს მათ. არადა, ადამიანური კულტურა იწყება მაშინ, როდესაც უარს ვამბობ ადამიანთა სისუსტეებით ვისარგებლო საკუთარი წარმატებისაკენ სწრაფვისას.

სიტყვამ მოიტანა - საკმაოდ ბევრ დამწყებ ქართველ პოლიტიკოსთან მქონია ურთიერთობა, როდესაც მათ ჯერაც არ ჰქონდათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული. არ მახსოვს შემთხვევა, რომ რომელიმე მათგანი არ ყოფილიყოს აღშფოთებული, რომ ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც ასე ვულგარულად ცდილობს ადამიანთა სისუსტეების გამოყენებას. და სავალალოდ იშვიათია შემთხვევა, რომ პირველი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ თავადაც არ გაემეორებინათ იგივე.

ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში უკვე 80-იანი წლების მეორე ნახევარში ჩაიდო რაღაც ძალზე არაჯანსაღი კოდი, რომელიც დღემდე მოქმედებს და დღემდე გვაიძულებს, პერიოდულად აწმყოთი შეძრწუნებულებმა ყველაფერი ხელახლა დავიწყოთ.

ჰოდა, სწორედ ყველაფრის ხელახლა დაწყების გადაწყვეტილების მიღებისთანავე ჩნდება მავანი მორიგი პოლიტიკური ლუდომანიით შეპყრობილი დემაგოგი და სულ მალე აღმოვაჩენთ, რომ თითქმის არაფრისთვის არ მიგვიღწევია.

თქვენს კითხვას ასე შემოვაბრუნებდი - რა შანსი აქვს მცირერიცხოვან ერს, რომ გლობალურ სამყაროში გადარჩეს? ალბათ, ამის ერთადერთი რეალური გზა არსებობს, თუ არ ჩავთვლით სიუზერენისა და მფარველის ძებნას - ძირეულად უნდა შეიცვალოს ჩვენი თანაცხოვრების რეჟიმი და მის მთავარ პრინციპებად შრომა, დიალოგი და თანამშრომლობა უნდა იქცეს.

რა შანსი აქვს მცირერიცხოვან ერს, რომ გლობალურ სამყაროში გადარჩეს? ალბათ, ამის ერთადერთი რეალური გზა არსებობს, თუ არ ჩავთვლით სიუზერენისა და მფარველის ძებნას - ძირეულად უნდა შეიცვალოს ჩვენი თანაცხოვრების რეჟიმი და მის მთავარ პრინციპებად შრომა, დიალოგი და თანამშრომლობა უნდა იქცეს

უნდა შემუშავდეს სოციალურ ინტერაქციათა ისეთი სისტემა, რომელიც ყოველი ცალკეული ინდივიდის შესაძლებლობათა მთელს სპექტრს მაქსიმალურად გაამჟღავნებს და ის მხოლოდ გვარის ეგზემპლარი არ იქნება.

ამ შემთხვევაში მცირერიცხოვნებისა და მრავალრიცხოვნების კატეგორიები უკანა პლანზე გადადის. ისტორიამ იცის შემთხვევები, როდესაც მცირერიცხოვან ერები არა მხოლოდ გადარჩენილან, არამედ ისტორიის მნიშვნელოვან სუბიექტებადაც დამკვიდრებულან.

თითქოს ბანალურია, რასაც ვამბობ, მაგრამ სწორედ ეს სისტემაა, რომელიც ჩვენში არ მუშაობს. თითქმის ყოველი სფერო ხელში აქვთ ჩაგდებული ფეოდალური ფსიქოლოგიის ადამიანებს, რომლებიც არაჩვეულებრივად ფლობენ ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნების ტექნიკას და ამუხრუჭებენ ყველაფერს, რამაც კი მათი ძალაუფლება შეიძლება შეარყიოს.

ასეთი შუასაუკუნეობრივ სოციალურ ინტერაქციებში კი ხდება ის, რაც უნდა ხდებოდეს კიდეც - ნიჭიერი და უნარიანი ადამიანები ან იკარგებიან, ან ტოვებენ ქვეყანას და სხვაგან ეძიებენ თავის ასპარეზს. მიდიან იქ, სადაც ესმით ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობა.

კონკრეტულ შედეგად კი გვაქვს ის პოლიტიკური სპექტრი, რომელიც გვაქვს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს