დავით სერგეენკოს განცხადებით, არ ფიქრობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებას მისთვის პატიმრობიდან თავის არიდების გამო ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო არ ფიქრობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებას მისთვის პატიმრობიდან თავის არიდების გამო ითხოვს.

ჟურნალისტების კითხვაზე: ხომ არ არის ეს იმის მცდელობა, რომ სააკაშვილმა სასჯელს თავი დააღწიოს? სერგეენკომ უპასუხა: "არა მგონია, ეს მისი მკურნალი ექიმის პოზიციაა. ეს სხვა ექიმებს არ დაუდასტურებიათ. მის მკურნალ ექიმს კი ყოველთვის ენდომება უკეთესი თავისი პაციენტისთვის. არა მგონია, რომ აქ პოლიტიკური თემა იყოს".

ამასთან, სერგეენკომ განმარტა, რომ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ორი განცხადება გააკეთა, რასაც გარკვეულწილად, თავადაც ეთანხმება.

"მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ორი განცხადება გააკეთა ერთი თქვა, რომ სასურველი იქნებოდა განხილულიყო სასჯელის გადავადების შესაძლებლობა მკურნალობის დასრულებამდე და მეორე დღეს კი თქვა, რომ მთავარია მიხედულ იქნას რეფიდინგის პროცესი, რომელიც ნორმალურად მიმდინარეობს და წინა საკითხი შემდეგი ეტაპის მსჯელობის საგანია. სრულად ვეთანმები მეორე განცხადებაში ისევე, როგორც ნაწილობრივ პირველშიც, რადგან პაციენტის ინტერესები ჩემთვის ყველაზე მთავარია. არსებობს კანონმდებლობაში სასჯელის გადავადება ავადმყოფობის გამო, თუმცა იქ არის გაწერილი, რა კრიტერიუმების მიხედვითაა ეს ყველაფერი. იმედი მაქვს, სამკურნალო პროცესი წარმატებით წავა და არ გახდება საჭირო კანონმდებლობის ამ ნაწილის ამოქმედება",- განაცხადა სერგეენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა