ანდრონიკაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ტროტუარი და ბორდური უკვე მოეწყო, ასფალტის ორფენიანი საფარი კი 10 000 კვ.მ ფართობზე დაიგება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„ამჟამად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ამ დროისთვის, ასფალტის ზედა ფენა იგება. სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ (GWP) აღნიშნულ ქუჩაზე წყლის სისტემა განაახლა. დაზიანებული გზა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივებს გადაადგილების კუთხით, პრობლემა აღარ შეექმნებათ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, სამუშაოებისთვის, რომელსაც კომპანია „ლ ენდ ლ“ ახორციელებს, საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო