გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმის ხელში „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარი საფრთხეშია

ივანიშვილის რეჟიმის ხელში „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარი საფრთხეშია, ჩვენ უნდა დავრჩეთ ამ იდეის ერთგულები, რათა საბოლოოდ მოვიპოვოთ საკუთარი ადგილი თავისუფალ სამყაროში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოკერია განმარტავს, არ უნდა გადავუხვიოთ იმ იდეალებს, რის გამოც „ვარდების რევოლუცია“ მოხდა.

„ვარდების რევოლუცია“ დამოუკიდებლობის გამოცხადების, საბჭოთა კავშირის დანგრევის, ამ უბედნიერესი დღის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. მოვლენა, რა დროსაც ქართულმა საზოგადოებამ შეძლო დიდი ნაბიჯის გადადგმა პოსტსაბჭოთა ჭაობიდან თავისუფლებისკენ, საკუთარი ბუნებრივი ადგილისკენ თავისუფალ სამყაროში, ნორმალური ქვეყნის მშენებლობისკენ, მაგრამ რომელმაც ბოლომდე ვერ გაგვიყვანა თავისუფლების სამშვიდობოს.

ამ ყველა მონაპოვარს დღეს ივანიშვილის რეჟიმის წყალობით დიდი საფრთხე ემუქრება. ჩვენ გვჭირდება ამ დღის გახსენებისას და ზოგადად, მობილიზება საზოგადოების იმ ნაწილის, ვისაც სჯერა ამ ქვეყნის თავისუფლებისა და მომავლის, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რაც „ვარდების რევოლუციამ“ დაიწყო. არ უნდა დავუშვათ, რომ ამ იდეის, ქვეყნის თავისუფლების იდეის მტრებმა ჩვენც ჩაგვითრიონ ამ მორევში დაპირისპირებისას, არ გადავუხვიოთ იმ იდეალებს, რის გამოც მოხდა „ვარდების რევოლუცია“ - განაცხადა ბოკერიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს