საიას თავმჯდომარე სააკაშვილის საქმეზე - თუ კანონმდებლობაში ცვლილებები არ განხორციელდა, უცხოელ მოსამართლეებს ვერ ჩამოვიყვანთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს მოწვეული უცხოელი მოსამართლეები ვერ განიხილავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა განაცხადა.

როგორც სიმონიშვილი განმარტავს, ქართული კანონმდებლობა სპეციალური პალატის ან კოლეგიის შექმნას, უცხოელი მოსამართლეების მონაწილეობით, არ ითვალისწინებს.

„ჩვენი კანონმდებლობა ადგენს გარკვეულ სტანდარტებს, როგორ უნდა განხორციელდეს ქვეყანაში მართლმსაჯულება. ამის გარანტი არის კონსტიტუცია და საერთო სასამართლოების შესახებ კანონი. ამ მოცემულობით, სპეციალური პალატები ვერ შეიქმნება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საერთო სასამართლოების სისტემაში არ დაინიშნენ შესაბამისი მოსამართლეები და თუ საერთო სასამართლოების სისტემაში არ მოხდა საქმის განხილვა. სხვა შემთხვევაში, საერთო სასამართლოების მიღმა სპეციალური პალატა ვერ შეიქმნება. საერთო სასამართლოების სისტემაში მსგავსი პალატის ან კოლეგიის შესაქმნელად, სადაც უცხოელი მოსამართლეები მიიღებენ მონაწილეობას, აუცილებელია პოლიტიკური ნება, რაც ახლა არ გაგვაჩნია. ამ მოცემულობით, თუ კანონმდებლობაში ცვლილებები არ განხორციელდა, უცხოელ მოსამართლეებს ვერ ჩამოვიყვანთ და ვერ დავნიშნავთ და შესაბამისად, საქმესაც ვერ განიხილავენ“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, უცხოელი მოსამართლეების მეშვეობით მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა სისტემურ პრობლემებს ვერ აღმოფხვრის, რომელიც რეფორმას საჭიროებს.

„როდესაც ვსაუბრობთ სპეციალური პალატის ან კოლეგიის შექმნაზე, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმესთან მიმართებით არ იყოს განხილული და ამ ყველაფერს განზოგადებულად, რეფორმის აუცილებლობის ჭრილში შევხედოთ, რადგან ჩვენი მართლმსაჯულების სისტემაში ნამდვილად არის პრობლემები სისტემური თვალსაზრისით. მართლმსაჯულების სისტემაში უნდა განხორციელდეს სისტემური რეფორმები და ის უნდა შეეხოს არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ პროკურატურას და გამოძიებასაც. ერთ კონკრტულ საქმესთან მიმართებით მოსამართლეების ჩამოყვანა არსებულ სისტემურ პრობლემებს ვერ აღმოფხვრის. აუცილებელია, რომ გარდამავალი მართლმსაჯულების საკითხები ერთიანად დავინახოთ სისტემური რეფორმების ფარგლებში, რასაც სისტემური რეფორმები სჭირდება, ეს პოლიტიკური ნება კი ხელისუფლებას არ გააჩნია. გარდამავალი მართლმსაჯულების პრეცედენტები ჰქონიათ სხვა ქვეყნებს, თუმცა, ამას კარგად დანახვა და გააზრება სჭირდება და ერთი უნიკალური ფორმულა არ არსებობს. თითქმის შეუძლებელია ვთქვათ, როგორ შეიძლება ეს საკითხი მოგვარდეს“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

რაც შეეხება რეაბილიტაციის დასრულებამდე მსჯავრდებულისთვის სასჯელის გადავადებას, საიაში აღნიშნავენ, რომ საკითხი ინდივიდუალურად, თითოეულ პატიმართან მიმართებაში, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

როგორც საიას იურისტი ბექა თაკალანძე „ინტერპრესნიუსთან“ ამბობს, სასჯელის გადავადება შეიძლება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ დგინდება, რომ მსჯავრდებული მძიმედ არის დაავადებული და მისი დაავადება პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდას ხელს უშლის.

„სასჯელის გადავადება შეიძლება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ დგინდება, რომ მსჯავრდებული მძიმედ არის დაავადებული და ეს მძიმე დაავადება ხელს უშლის სასჯელის მოხდას პენიტენციურ დაწესებულებაში. გარდა ამისა, კანონში წერია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს ექსპერტიზის დასკვნასთან და დაავადების სიმძიმესთან ერთად, მკურნალობის პროცესი და ეფექტურობა პენიტენციურ დაწესებულებში მანამდე და შემდგომ; ასევე დაავადების მიმდინარეობა, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი და აღსრულების პროცესში სასჯელის გადავადების მიზანშეწონილობის საკითხი. გადის თუ არა დიდხნიანი შიმშილობა მძიმე დაავადებაში, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. ცალკე აღებული ბევრი პატიმარი შეიძლება შიმშილობდეს, თუმცა ამ შიმშილობის დროს დაავადებათა მიმდინარეობას და სიმძიმეს, ასევე მკურნალობის პროცესს გააჩნია. საკითხი კომპლექსურად უნდა შეფასდეს მათ შორის, შიმშილობიდან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით.

რაც შეეხება შუამდგომლობას, როგორც ადვოკატებს, ასევე თავად მსჯავრდებულს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორს აქვს სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება“, - განაცხადა თაკალანძემ.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

საიას თავმჯდომარე სააკაშვილის საქმეზე - თუ კანონმდებლობაში ცვლილებები არ განხორციელდა, უცხოელ მოსამართლეებს ვერ ჩამოვიყვანთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს მოწვეული უცხოელი მოსამართლეები ვერ განიხილავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა განაცხადა.

როგორც სიმონიშვილი განმარტავს, ქართული კანონმდებლობა სპეციალური პალატის ან კოლეგიის შექმნას, უცხოელი მოსამართლეების მონაწილეობით, არ ითვალისწინებს.

„ჩვენი კანონმდებლობა ადგენს გარკვეულ სტანდარტებს, როგორ უნდა განხორციელდეს ქვეყანაში მართლმსაჯულება. ამის გარანტი არის კონსტიტუცია და საერთო სასამართლოების შესახებ კანონი. ამ მოცემულობით, სპეციალური პალატები ვერ შეიქმნება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საერთო სასამართლოების სისტემაში არ დაინიშნენ შესაბამისი მოსამართლეები და თუ საერთო სასამართლოების სისტემაში არ მოხდა საქმის განხილვა. სხვა შემთხვევაში, საერთო სასამართლოების მიღმა სპეციალური პალატა ვერ შეიქმნება. საერთო სასამართლოების სისტემაში მსგავსი პალატის ან კოლეგიის შესაქმნელად, სადაც უცხოელი მოსამართლეები მიიღებენ მონაწილეობას, აუცილებელია პოლიტიკური ნება, რაც ახლა არ გაგვაჩნია. ამ მოცემულობით, თუ კანონმდებლობაში ცვლილებები არ განხორციელდა, უცხოელ მოსამართლეებს ვერ ჩამოვიყვანთ და ვერ დავნიშნავთ და შესაბამისად, საქმესაც ვერ განიხილავენ“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, უცხოელი მოსამართლეების მეშვეობით მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა სისტემურ პრობლემებს ვერ აღმოფხვრის, რომელიც რეფორმას საჭიროებს.

„როდესაც ვსაუბრობთ სპეციალური პალატის ან კოლეგიის შექმნაზე, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმესთან მიმართებით არ იყოს განხილული და ამ ყველაფერს განზოგადებულად, რეფორმის აუცილებლობის ჭრილში შევხედოთ, რადგან ჩვენი მართლმსაჯულების სისტემაში ნამდვილად არის პრობლემები სისტემური თვალსაზრისით. მართლმსაჯულების სისტემაში უნდა განხორციელდეს სისტემური რეფორმები და ის უნდა შეეხოს არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ პროკურატურას და გამოძიებასაც. ერთ კონკრტულ საქმესთან მიმართებით მოსამართლეების ჩამოყვანა არსებულ სისტემურ პრობლემებს ვერ აღმოფხვრის. აუცილებელია, რომ გარდამავალი მართლმსაჯულების საკითხები ერთიანად დავინახოთ სისტემური რეფორმების ფარგლებში, რასაც სისტემური რეფორმები სჭირდება, ეს პოლიტიკური ნება კი ხელისუფლებას არ გააჩნია. გარდამავალი მართლმსაჯულების პრეცედენტები ჰქონიათ სხვა ქვეყნებს, თუმცა, ამას კარგად დანახვა და გააზრება სჭირდება და ერთი უნიკალური ფორმულა არ არსებობს. თითქმის შეუძლებელია ვთქვათ, როგორ შეიძლება ეს საკითხი მოგვარდეს“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

რაც შეეხება რეაბილიტაციის დასრულებამდე მსჯავრდებულისთვის სასჯელის გადავადებას, საიაში აღნიშნავენ, რომ საკითხი ინდივიდუალურად, თითოეულ პატიმართან მიმართებაში, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

როგორც საიას იურისტი ბექა თაკალანძე „ინტერპრესნიუსთან“ ამბობს, სასჯელის გადავადება შეიძლება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ დგინდება, რომ მსჯავრდებული მძიმედ არის დაავადებული და მისი დაავადება პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდას ხელს უშლის.

„სასჯელის გადავადება შეიძლება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ დგინდება, რომ მსჯავრდებული მძიმედ არის დაავადებული და ეს მძიმე დაავადება ხელს უშლის სასჯელის მოხდას პენიტენციურ დაწესებულებაში. გარდა ამისა, კანონში წერია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს ექსპერტიზის დასკვნასთან და დაავადების სიმძიმესთან ერთად, მკურნალობის პროცესი და ეფექტურობა პენიტენციურ დაწესებულებში მანამდე და შემდგომ; ასევე დაავადების მიმდინარეობა, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი და აღსრულების პროცესში სასჯელის გადავადების მიზანშეწონილობის საკითხი. გადის თუ არა დიდხნიანი შიმშილობა მძიმე დაავადებაში, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. ცალკე აღებული ბევრი პატიმარი შეიძლება შიმშილობდეს, თუმცა ამ შიმშილობის დროს დაავადებათა მიმდინარეობას და სიმძიმეს, ასევე მკურნალობის პროცესს გააჩნია. საკითხი კომპლექსურად უნდა შეფასდეს მათ შორის, შიმშილობიდან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით.

რაც შეეხება შუამდგომლობას, როგორც ადვოკატებს, ასევე თავად მსჯავრდებულს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორს აქვს სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება“, - განაცხადა თაკალანძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის