აზერბაიჯანში, გასული დღე - ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 1 904 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 29 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 576 703 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 541 327 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 686 კი - გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 45%-ზე მეტს აქვს მიღებული.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"