გიორგი კანდელაკი - „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდას ნიშნავს, რისი ერთ-ერთი გამოხატულება „ალტ-ინფოს“ პარტიად ჩამოყალიბებაცაა

პასუხისმგებელი იმაზე, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ღიად დაკავშირებული ექსტრემისტები ასე ბოგინობენ საქართველოში, „ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ალტ-ინფოს“ მიერ „კონსერვატიული მოძრაობის“ დაფუძნებას.

გიორგი კანდელაკის თქმით, „ქართული ოცნება“ „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს იმას ათქმევინებს, „რისი თქმაც თავად ერიდება“.

„ალტ-ინფო“, რუსეთის ფედერაციასთან ანუ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ღიად დაკავშირებული ძალადობრივი, ექსტრემისტული დაჯგუფება და ამავე დროს „ქართული ოცნების“ გაგრძელებაა. 5 ივლისს ისინი პრემიერ-მინისტრის მოწოდების საფუძველზე მოქმედებდნენ. პრემიერ-მინისტრმა მათ დაუსჯელობის გარანტია მისცა და შემდეგ ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორ გამოაცხადა გამარჯვება.

კარგად გვახსოვს, 2008 წელს მოწოდება ალექსანდრე დუგინის, რომელიც არის სიმბოლო და იდეოლოგი რუსეთის ფედერაციის ამ აგრესიული საგარეო პოლიტიკური დოქტრინისა და საქართველოს დანაწევრებისა - „ტანკები თბილისისკენ“. ასე რომ, პასუხისმგებელი იმაზე, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ღიად დაკავშირებული ექსტრემისტები ასე ბოგინობენ საქართველოში, „ქართული ოცნებაა“, რადგან სწორედ მათი გაგრძელებაა, მათი პოლიტიკის ნაწილია ეს ყველაფერი. არა მხოლოდ ათქმევინებენ ხოლმე მათ, რისი პირდაპირ თქმაც თავად, შეიძლება, ერიდებათ ხოლმე, არამედ საქმესაც აკეთებინებენ. მაგალითად, აცემინებენ 53 ჟურნალისტს და ერთი მათგანი, ლექსო ლაშქარავა ამ ძალადობის შედეგად გარდაიცვალა კიდეც.

ამ ძალადობის შემდეგაც არავინ დასჯილა და 5 ივლისის ორგანიზატორებს ჯერ კიდევ არ აქვთ ბრალი წარდგენილი, მათ შორის არიან ამ ვითომ პარტიის ლიდერებიც. სწორედ ეს ფაქტი არის ხმამაღალი პოლიტიკური განაცხადი „ქართული ოცნების“ თანამონაწილეობისა ამ დანაშაულში. ასე რომ, ყოველი დღე, ყოველი თვე და ყოველი წელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისა, ნიშნავს რუსეთის გავლენის გარანტირებულ ზრდას, რასაც ჩვენი საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს. ეს გავლენის ზრდა ბევრ რამეში გამოიხატება, „ალტ-ინფო“ ერთ-ერთი გამოხატულებაა, ბევრი სხვა გამოხატულებაცაა, იგივე, მაგალითად, სტალინის ძეგლის დადგმა და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა