ამირან გამყრელიძე - ანტივაქსერები რამდენჯერმე პირადად დამიპირისპირდნენ, ფაშისტს მეძახიან, რუსთაველზე ჩემს სურათებზე ფეხს აბიჯებდნენ

აცრილი გვყავს დაახლოებით, მოზრდილი მოსახლეობის 34,5% სრულად. ადამიანების კიდევ დაახლოებით, 3-6%-ია რეზერვი, რომ თავისი სურვილით მოვიდნენ, დანარჩენი კიდევ მეტად უნდა დავარწმუნოთ ან შევქმნათ გარკვეული დისკომფორტი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან ამასთანავე განმარტა, რომ ე.წ. მწვანე პასპორტი, სხვა არაფარია, თუ არა მოსახლეობისთვის სწორედ ამ დისკომფორტის შექმნა. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა ანტივაქსერულ მოძრაობაზე და აღნიშნა, რომ ისინი მას პირადად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

„ანტივაქსერები რამდენჯერმე მე პირადად დამიპირისპირდნენ, ჩემი სურათები იმ დღეს გამოუტანიათ რუსთაველზე, ფაშისტს მეძახიან და ზედ ფეხს აბიჯებენ და დადიან ამ ჩემს სურათებზე. ასევე, რამდენიმე შეხვედრაზე სოფლებში შემოვიდნენ, ეცადნენ რომ ჩაეშალათ, მაგრამ ვერ ჩაშალეს სხდომები. რა თქმა უნდა, მე ამაზე არ დავყვები. ჩვენ აცრილი გვყავს დაახლოებით, მოზრდილი მოსახლეობის 34,5% სრულად. ადამიანების კიდევ, დაახლოებით, 3-6%-ია რეზერვი, რომ თავისი სურვილით მოვიდნენ, დანარჩენები კიდევ მეტად უნდა დავარწმუნოთ ან შევქმნათ გარკვეული დისკომფორტი. ეს ქართული ველოსიპედი არ არის. ეს „მწვანე პასპორტი“ სხვა ხომ არაფერია, გარდა გარკვეული დისკომფორტის შექმნისა ადამიანისთვის, რომ ის ვერ შევიდეს დაწესებულებებში ამ „მწვანე პასპორტის“ გარეშე,“- განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს