რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდნენ

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძემ და თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლებამ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანთან და თურქეთის არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, აბდურაჰმან თოფბაშთან შეხვედრა გამართეს.

სააგენტოს ინფორმაციით, HUDAYI VAKFI არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს ჰუმანიტარულ დახმარებას და რელიგიური კუთხით საზოგადოების სწორ ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, თურქეთის ელჩი საქართველოში, დადებითად აფასებს ამ ორგანიზაციას, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის დიდი და კარგი გამოცდილება აქვს და ბევრ საინტერესო ღონისძიებას ატარებს.

„ორგანიზაციის საქმიანობის უკეთ გაცნობის მიზნით ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, აბდურაჰმან თოფბაშმა რელიგიის სააგენტო სამუშაო ვიზიტით მიიწვია სტამბოლში, ორგანიზაციის სათავო ოფისში.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს მასპინძლობისთვის და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს რელიგიის ატაშე, აჰმედ ერდემი და საქართველოს ახალგაზრდობის დახმარების და ცნობიერების ამაღლების არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მუსა ჰაჯიევი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო