დუბაის კონფერენციაზე ქართულ სააღსრულებო სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ დუბაის საერთაშორისო კონფერენციაზე ქართულ სააღსრულებო სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

ერეკლე ღვინიანიძემ სხვადასხვა ქვეყნის სააღსრულებო უწყებების ხელმძღვანელებს აღსრულების ეროვნულ ბიუროში ციფრული მმართველობის დანერგვით მიღეწეული შედეგები გააცნო. მათ შორის, ციფრული არქივი, ელექტრონული სააღსრულებო პროგრამა, გამარტივებული საქმისწარმოების ციფრული პლატფორმა და სხვა რეფორმები, რომლებიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, საქმისწარმოების დაწყება თუ სხვა სერვისების მიღება დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეძლონ.

ერეკლე ღვინიანიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში, საქართველოში აღსრულების ახალი კოდექსი ამოქმედდება, რომლითაც ქვეყანა კერძო სააღსრულებო მოდელზე გადავა. რეფორმის შედეგად, საქართველოში სრულად ევროპული სტანდარტის, ეფექტური და გამჭვირვალე სააღსრულებო სისტემა ჩამოყალიბდება.

არაბთა გაერთიანებულ საამიროში აღმასრულებელთა საერთაშორისო ასოციაციის (UIHJ) რიგით 24-ე კონგრესი - „კიბერ სამართალი - ახალი შესაძლებლობები აღმასრულებლებისთვის“ - მიმდინარეობს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ