ნიკა სიმონიშვილი - ხელისუფლება კანონით მინიჭებულ ბერკეტს ართმევს საკრებულოების უმრავლესობაში მყოფ ოპოზიციას

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ბათუმსა და ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სიმონიშვილი წერს, აღნიშნული მოვლენები ამომრჩევლის ნების უპატივცემლობაა.

„ბათუმში და ზუგდიდში რაც ხდება, ამომრჩევლის ნების უპატივცემულობაა. პრემიერმა, რომ დაამშვიდა ამომრჩეველი, არჩევნებს თუ ვერ მოვიგებთ, ფინანსების საკითხი მაინც ჩვენ ხელშია და ჩვენ გარეშე ვერაფერს იზამენო, აი, იმ რიტორიკის გაგრძელებაა დღევანდელი დღე.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება არ არის ჩვეულებრივი საკითხი, ძველმა საკრებულომ წლის ბოლომდე ბარემ რომ განიხილოს. კარგად ვიცით, რომ ბიუჯეტი მორიგი საკითხი არ არის, რადგან მასში ცვლილების შეტანაც მერის გარეშე შეუძლებელია და ერთადერთი მომენტი, როდესაც საკრებულოს არსებითად ამ პროცესზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა აქვს, ეს მისი დამტკიცების მომენტია. ასეთ დროს კი, თუ საკრებულო არ დაამტკიცებს ბიუჯეტს ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის ვადაში, მთავრობას მოუწევს მერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა. ხელისუფლებამ ეს კარგად იცის და ამ ბერკეტს ართმევს საკრებულოში უმრავლესობაში მყოფ ოპოზიციას”, - წერს სიმონიშვილი.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია