ნინო სანდოძე - 2012 წლამდე სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, რაც გამომდინარეობდა საპროცესო კანონმდებლობიდან, გარკვეულწილად ხელები ჰქონდა შეკრული

2012 წლამდე სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, რაც გამომდინარეობდა საპროცესო კანონმდებლობიდან, გარკვეულწილად ხელები ჰქონდა შეკრული, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ნინო სანდოძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მასთან გასაუბრება მიმდინარეობს.

სანდოძემ „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის" წარმომადგენლის, კახა წიქარიშვილის კითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა ეთანხმება თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას, სადაც აღნიშნულია - „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლება ყოველთვის განუხრელად იცავს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს წყვეტს მხოლოდ კანონის საფუძველზე, ყველა გარეშე სუბიექტისაგან დამოუკიდებლად“.

სანდოძემ აღნიშნა, რომ ამ განცხადებას ეთანხმება, რაზეც წიქარიშვილმა მას პასუხის დაკონკრეტება სთხოვა, ფიქრობს თუ არა სანდოძე, რომ 2012 წლამდე სასამართლო იყო დამოუკიდებელი და „იცავდა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და წყვეტდა მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს კანონით, ყოველგვარი გარეშე სუბიექტისგან დამოუკიდებლად?“, რაზეც ნინო სანდოძემ უპასუხა:

„პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით არ ვიმსჯელებ. რაც შეეხება ნეიტრალობას, ის საპროცესო კოდექსი, რომელიც 2010 წლამდე მოქმედებდა, ამის საშუალებას მოსამართლეს არ აძლევდა, რომ მე-14 მუხლი ავალდებულებდა მოსამართლეს ემოქმედა საჯარო ინტერესის შესაბამისად და დაედგინა დანაშაულის ფაქტი და გამოევლინა დამნაშავე პირი. ანუ ზოგადად, სისხლის სამართლის პროცესი მიმართული იყო იქითკენ, რომ მოსამართლეს ჰქონდა ვალდებულება დაედგინა იყო თუ არა დანაშაული. 2012 წლამდე სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, რაც გამომდინარეობდა საპროცესო კანონმდებლობიდან, გარკვეულწილად ხელები ჰქონდა შეკრული“, - განაცხადა სანდოძემ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს