ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში

იმაზე, თუ რამდენად შეძლებს გერმანიის ახალი, პირველად სამპარტიული სამთავრობო კოალიცია ეფექტურად მართოს ქვეყანა, გადამწყვეტი როლი ჰქონდეს ევროკავშირში, ასევე იმაზე სავარაუდოდ როგორი პოლიტიკა ექნება მას რუსეთის მიმართ, რომელიც ახლა უკრაინასთან ომისთვის ემზადება, “ინტერპრესნიუსი“ იენას ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.

- ბატონო ბიძინა, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თქვენინტერპრესნიუსსგანუცხადეთ - „პირველად გერმანიის ისტორიაში ახალ მთავრობას ორის ნაცვლად სამი პარტია დააკომპლექტებს, ქვეყანას მოუწევს ევროკავშირის ლიდერობა, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში

თქვენი პროგნოზი გამართლდა - გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა, მწვანეებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიციურ შეთანხმებას მიაღწიე და გერმანიის მთავრობა მართლაც სამპარტიულია.

ფაქტია, რომ მერკელის 16 წლიანი მმართველობის შემდეგ გერმანიას ახალი კანცლერი სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი იქნება.

ფაქტია ისიც, რომ პარტიებს შორის შეთანხმებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ რადგან ცნობილია ამ შეთანხმების პუნქტები მე კითხვას ასე დავსვამდი - როგორი რეაქცია ჰქონდა გერმანელ ამომრჩეველს იმ შეთანხმებაზე, რაზეც გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა, მწვანეებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა მიაღწიეს?

- „შუქნიშნის“ კოალიცია, რომელიც შეიქმნა, თავიდანვე ყველაზე სავარაუდო ვარიანტი იყო, ამიტომ მოულოდნელობა არავისთვის ყოფილა.

კოალიციური შეთანხმება, რომელიც სამ პარტიას შორის გაფორმდა 177 გვერდს მოიცავს, და საკმაოდ კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც ცდილობს ლიბერალური, ეკოლოგიური და სოციალური იდეების და რეფორმების ერთმანეთთან შეთავსებას.

კოალიციური შეთანხმება, რომელიც სამ პარტიას შორის გაფორმდა 177 გვერდს მოიცავს, და საკმაოდ კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც ცდილობს ლიბერალური, ეკოლოგიური და სოციალური იდეების და რეფორმების ერთმანეთთან შეთავსებას

რაც შეეხება, ამომრჩევლის რეაქციას, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. სავარაუდოდ, კოალიციაში მონაწილე არც ერთი პარტიის ამომრჩეველი არ იქნება ბოლომდე კმაყოფილი სამთავრობო პროგრამით, ვინაიდან თითოეულ პარტიას ბუნებრივად უამრავ კომპრომისზე მოუწია წასვლა.

მაგალითად “მწვანეების” ახალგაზრდული ფრთა უკმაყოფილოა იმით, რომ დოკუმენტში მწვანეების ეკოლოგიური პროგრამა სათანადოდ არ არის ასახული. თუმცა, ეს ბუნებრივი პროცესია საპარლამენტო რესპუბლიკებში, სადაც პოლიტიკის კეთება მუდმივ კონსენსუსის ძიებასა და კოალიციური მმართველობის პრინციპებს ეფუძნება.

გერმანია, ამ მხრივ კარგი მაგალითია საქართველოსთვის, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ეფექტური და სტაბილური საპარლამენტო რესპუბლიკა, და არა ისე, როგორც ეს საქართველოში ხდება.

გერმანია, ამ მხრივ კარგი მაგალითია საქართველოსთვის, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ეფექტური და სტაბილური საპარლამენტო რესპუბლიკა, და არა ისე, როგორც ეს საქართველოში ხდება

- თქვენთვის რამდენად მოულოდნელი იყო ის, რომ გერმანიის კოალიციური მთავრობა კანაფის გაყიდვის რეგულაციაზე იმუშავებს, ხმის მიცემის ასაკი 16-მდე შემცირდება. ან თუნდაც ის, რომ შეიქმნება ქულებზე დაფუძნებული საიმიგრაციო სისტემა, რაც გერმანიაში ჩასვლის სტიმულს კვალიფიციურ ადამიანებს მისცემს?

ძნელი დასაჯერებელია, რომ გერმანიაში კვალიფიციური კადრების დეფიციტია...

- გერმანიის ნამდვილად აქვს მაღალკვალიფიციური მუშახელის პრობლემა. ამას ბევრი მიზეზი აქვს - ის, რომ მოსახლეობა ბერდება, ასევე ბევრი კვალიფიცირებული გერმანელი უცხოეთში მიდის სამუშაოდ, მაგალითად აშშ-ში ან ევროპის სხვა ქვეყნებში, სადაც უკეთესი პირობებია.

სხვადასხვა გათვლებით გერმანიას დღესდღეობით მილიონ ორასი ათასი კვალიფიციური პერსონალი აკლია. სწორედ ამიტომ გერმანიის ეკონომიკის სექტორი დიდი ხანია დაინტერესებულია და ლობირებს პუნქტებზე დაფუძნებულ საიმიგრაციო სისტემას.

სხვადასხვა გათვლებით გერმანიას დღესდღეობით მილიონ ორასი ათასი კვალიფიციური პერსონალი აკლია. სწორედ ამიტომ გერმანიის ეკონომიკის სექტორი დიდი ხანია დაინტერესებულია და ლობირებს პუნქტებზე დაფუძნებულ საიმიგრაციო სისტემას

ისიც მართალია, რომ ბოლო დრომდე გერმანიას ძალიან მოუქნელი, ინერტული საემიგრაციო სისტემა ჰქონდა, რომელიც უფრო მეტ არაკვალიფიციურ მუშახელს იზიდავს და მიგრანტების ეკონომიკურ ინტერესებზე უფროა მორგებული, ვიდრე თავად ქვეყნის ეკონომიკის.

ამიტომ პუნქტებიანი სისტემის შექმნა დროული და ქვეყნისთვის მომგებიანი იქნებოდა. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ ახალი მთავრობა მემარცხენე პროგრესული პარტიების გავლენის ქვეშ იქნება, და ამიტომ ბევრი ეჭვის თვალით უყურებს მათ სამომავლო გეგმებს საემიგრაციო პოლიტიკის ირგვლივ ა თვლის რომ, გერმანია კვლავ გახდება მიზიდულობის ცენტრი არალეგალი მიგრანტებისთვის.

- კოალიციური მთავრობის შეთანხმებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ აშენდება 400 000 ახალი სახლი საბინაო კრიზისთან გასამკლავებლად.

თქვენი დაკვირვებით გერმანიაში დღეისათვის არსებული საბინაო კრიზისი ადგილობრივ მოსახლეობის უბინაობას უკავშირდება თუ მიგრანტებს, რომლებიც ბოლო წლებში გერმანიაში სხვადასხვა მიზეზებით საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა?

- ეს კომპლექსური საკითხია და მიგრანტების მოზღვავება ბოლო წლებში მხოლოდ ერთ ფაქტორს წარმოადგენს. ამას ემატება თვით გერმანიის შიგნით სოფლიდან ქალაქში დაჩქარებული ურბანიზაციის პროცესი, მიგრაცია თვით სამხრეთ ევროპის ქვეყნებიდან გერმანიაში და ბინების მშენებლობის ნელი ტემპი.

გერმანია ცნობილია რეგულაციების სიყვარულით. სამშენებლო სფეროში დაახლოებით 20 000 რეგულაცია არსებობს, რომელიც უსაშველოდ ართულებს და აძვირებს სამშენებლო ნებართვის მოპოვებას და ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენებას.

გერმანია ცნობილია რეგულაციების სიყვარულით. სამშენებლო სფეროში დაახლოებით 20 000 რეგულაცია არსებობს, რომელიც უსაშველოდ ართულებს და აძვირებს სამშენებლო ნებართვის მოპოვებას და ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენებას

კიდევ ერთი ფაქტორია ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა. მოგეხსენებათ გერმანია ფედერალური ქვეყანაა და ბევრი რამ კომუნალური პოლიტიკის დონეზე წყდება.

მაგალითად, ბერლინში სურდათ ქალაქის ცენტრში ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენება, მაგრამ ბერლინის მოსახლეობამ რეფერენდუმზე უარი თქვა ამ ინიციატივის მხარდაჭერაზე.

ამ ყველაფერმა ერთად გამოიწვია საბინაო ბაზრის მწვავე კრიზისი, განსაკუთრებით ურბანულ ცენტრებში. საქმე იმდენად რთულადაა, რომ მომავალმა მთავრობამ გადაწყვიტა სამშენებლო სამინისტროს ცალკე გამოყოფა, რომელიც წინა კაბინეტში ცალკე უწყებად არ არსებობდა.

- რადგან შეთანხმებაში ნათქვამია, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დაუახლოვდნენ ევროკავშირს, ამ და ევროკავშირში გერმანიის როლის თემას გვერდს ვერ აუვლით.

გაქვთ იმის მოლოდინი, რომ გერმანიის ახალი, სამპარტიული კოალიციური მთავრობა მომავალშიც ხელს შეუწყობს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებას?

- გააჩნია ხელშეწყობაში რას ვიგულისხმებთ. თუ მერკელის ხაზის გაგრძელებაზეა საუბარი, როცა ხდებოდა სექტორული დაახლოება ევროკავშირთან, წევრობის გამორიცხვით, ამ მხრივ ხელშეწყობა რა თქმა უნდაб გაგრძელდება და შეიძლება ცალკეულ სფეროებში კიდევ უფრო გაღრმავდეს კიდეც.

თუ ხელშეწყობაში ევროკავშირში გაწევრებას გულისხმობთ, მაშინ არა, ყოველ შემთხვევაში საშუალოვადიან პერსპექტივაში, ამის შანსი ნაკლებია, და ამაში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე თვითონ ქართული პოლიტიკაა.

ევროკავშირში გაწევრების საკითხი სერიოზულად მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, თუ საქართველო დღეს არსებულ პოლიტიკურ კრიზისს თავს დააღწევს და ხელშესახებ, არაკოსმეტიკურ დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებს, პირველ რიგში სასამართლო და არჩევნების სფეროში.

ევროკავშირში გაწევრების საკითხი სერიოზულად მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, თუ საქართველო დღეს არსებულ პოლიტიკურ კრიზისს თავს დააღწევს და ხელშესახებ, არაკოსმეტიკურ დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებს, პირველ რიგში სასამართლო და არჩევნების სფეროში

დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს შანსი არ აქვს. უკვე იმდენად გაფუჭდა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, რომ ყველაზე ერთგულ მეგობრებსაც კი პოლონეთსა და ბალტიისპირეთში უკვე ეხამუშებათ საქართველოს მხარდაჭერა. ამ ფონზე ბუნებრივია გერმანიის ხელისუფლებას საკმარისზე მეტი საფუძველი ექნება, რომ საქართველოს განაცხადი წევრობაზე სერიოზულად არ მიიღოს.

მათ შორის გერმანელი მწვანეები, რომლებიც საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან გერმანიის პოლიტიკურ სპექტრში, უკვე ვეღარ მალავენ საკუთარ გაწბილებას საქართველოს მთავრობის და ოპოზიციის დაუსრულებელი კონფლიქტებით და დემოკრატიის უკუსვლით საქართველოში.

- იმის გათვალისწინებით, რომ გერმანელ სოციალ-დემოკრატებში ბევრს აქვს რუსეთის მიმართ სენტიმენტები, მეტიც, ბევრი მათგანი მერკელის ხელისუფლებიდან რუსეთის მიმართ საეჭვო შინაარსისუფრო პრაგმატულიპოლიტიკის გატარებას მოითხოვდა, აქტუალურ თემად რჩება ის, გერმანიის ახალ მთავრობა როგორ პოლიტიკას გაატარებს რუსეთის მიმართ.

სავარაუდოდ, როგორი პოლიტიკა ექნება გერმანიის კოალიციურ მთავრობას რუსეთის მიმართ, რომელიც ახლა უკრაინასთან ომისთვის ემზადება?

- მომავალი მთავრობის კოალიციური ხელშეკრულება იმაზე ხისტია რუსეთის მიმართ, ვიდრე ამას ბევრი მოელოდა, მათ შორის როგორც თქვენ აღნიშნეთ, სოციალ დემოკრატების ფაქტორის გამო.

ზოგი პოლიტიკის მიმომხილველი აღნიშნავს, რომ რუსეთის სტრატეგიის ფორმირების საკითხში სოციალ-დემოკრატების პრაგმატულმა ფრთამ გაიმარჯვა, რომელიც რუსეთთან ნაკლებად სიამტკბილური ურთიერთობის მომხრეა.

ამას თუ დავუმატებთ მწვანეების და ასევე ლიბერალების ტრადიციულად კრიტიკულ დამოკიდებულებას პუტინის რეჟიმის მიმართ, შესაძლოა გერმანიის პოლიტიკა რუსეთის მიმართ მთლიანობაში უფრო ხისტი გახდეს.

ამას ისიც ემატება, რომ ორი მნიშვნელოვანი სამინისტრო, რომლებსაც სავარაუდოდ ცენტრალური როლი ექნებათ რუსეთთან ურთიერთობაში - საგარეო და ეკონომიკის მინისტრის პორტფელები - მწვანეების ხელში იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში გერმანიის ახალი ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის მიმართ უფრო დინამიკური იქნება, ვიდრე ანგელა მერკელის ხანაში იყო, როცა ყველაფერი ერთ ადგილზე იყო გაყინული.

ზოგი პოლიტიკის მიმომხილველი აღნიშნავს, რომ რუსეთის სტრატეგიის ფორმირების საკითხში სოციალ-დემოკრატების პრაგმატულმა ფრთამ გაიმარჯვა, რომელიც რუსეთთან ნაკლებად სიამტკბილური ურთიერთობის მომხრეა... გერმანიის ახალი ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის მიმართ უფრო დინამიკური იქნება, ვიდრე ანგელა მერკელის ხანაში იყო, როცა ყველაფერი ერთ ადგილზე იყო გაყინული

აქ კიდევ ორი საკითხია მნიშვნელოვანი, რომელიც რუსეთს ირიბად უკავშირდება. გერმანიის მომავალი მთავრობა, პირველ რიგში მწვანეები, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აღმოსავლეთ ევროპელებთან, განსაკუთრებით პოლონეთთან, სტრატეგიულ თანამშრომლობას. პოლონეთი ფაქტობრივად აღიარებულია გერმანიის ნომერ მეორე მოკავშირედ საფრანგეთის შემდეგ, ხოლო რუსეთის სტრატეგიის შემუშავება აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებთან ერთად თანამშრომლობით იგეგმება.

ეს თავისთავად დადებითი ტენდენციაა, პოლონეთის განსაკუთრებით კრიტიკული დამოკიდებულება რუსეთისადმი მოგეხსენებათ. როგორც ჩანს, გერმანულ ცნობიერებაში ნელნელა ქრება რუსეთის, როგორც პრიორიტეტული პარტნიორის მითი.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის, აშშ-ს და ნატოს ცენტრალური როლი გერმანიის უსაფრთხოების საკითხში. ახალი კოალიციური ხელშეკრულების მიხედვით, გერმანია გეგმავს აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებას მთელ რიგ სფეროებში და ნატოც ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ და შეუცვლელ გარანტად არის აღიარებული.

ახალ კოალიციურ ხელშეკრულებაში ასევე ჩადებულია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის ვოლფგანგ იშინგერის მიერ შემოთავაზებული იდეა, რომ მშპ-ს 3% წავიდეს შეიარაღებაზე, განვითარების პოლიტიკაზე და დიპლომატიაზე.

ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ გერმანია ნატო-ს მიერ დაწესებულ თავდაცვის ხარჯების მშპ-სთან თანაფარდობის 2%-იან ბარიერს მიუახლოვდეს და მოხსნას აშშ-თან დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი.

ზოგადად რომ შევაჯამოთ, გერმანიის მომავალი მთავრობის საგარეო პოლიტიკა იმაზე უფრო სოლიდურად გამოიყურება, ვიდრე ბევრი მოელოდა. თუმცა, ეს ჯერ ფურცელზე, და როგორ მოხდება მისი იმპლემენტაცია ახალი მთავრობის მიერ, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.

გერმანიის მომავალი მთავრობის საგარეო პოლიტიკა იმაზე უფრო სოლიდურად გამოიყურება, ვიდრე ბევრი მოელოდა. თუმცა, ეს ჯერ ფურცელზე, და როგორ მოხდება მისი იმპლემენტაცია ახალი მთავრობის მიერ, ამას უკვე დრო გვიჩვენებს

- იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვმა კიევის მიმართულებით ფართომასშტაბიანი საომარი მომდებები დაიწყო, თქვენი აზრით, ამ საკითხზე რა პოზიცია ექნება ოფიციალურ ბერლინს და რეალურად სავარაუდოდ, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს?

- პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ისეთმა ქვეყნებმა როგორიც საქართველო და უკრაინაა გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ შეიქმნას. გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში, რაც არ უნდა გამწვავებული იყოს სიტუაცია.

ამიტომ სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში უკრაინა უფრო მეტად აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების იმედზე უფრო უნდა იყოს, პირველ რიგში კი საკუთარი თავის.

რაც შეეხება გერმანიის ახალ მთავრობას, ისიც ალბათ ისეთივე ინერტული იქნება სამხედრო სფეროში, როგორც მისი წინამორბედები, მით უმეტეს რომ საგარეო პოლიტიკას ამჯერად ორი მემარცხენე პროგრესული პარტია განსაზღვრავს.

მეორე მხრივ, გერმანიის მთავარი ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ არის ეკონომიკური სანქციების გამკაცრება და ენერგეტიკული პროექტების შეჩერება, მაგრამ საკითხავია რამდენად მოინდომებენ ამას.

გერმანიის მთავარი ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ არის ეკონომიკური სანქციების გამკაცრება და ენერგეტიკული პროექტების შეჩერება, მაგრამ საკითხავია რამდენად მოინდომებენ ამას

გერმანიის ახალ მთავრობას მოუწევს ასევე ანგელა მერკელის ნეგატიურ მემკვიდრეობასთან გამკლავება. წარმავალმა კანცლერმა ყველაფერი გააკეთა, რომ გერმანია რუსეთზე კიდევ უფრო მეტად ენერგოდამოკიდებული გამხდარიყო და, მიუხედავად სანქციების შემოღებისა, რუსეთის მიმართ მუდმივად დაშოშმინების და პარტნიორულ პოლიტიკას ატარებდა.

ეს რა თქმა უნდა არ მოსწონდათ გერმანიის მეზობლებს და მდგომარეობა იმ დონემდე მივიდა რომ, გერმანიას დღეს სერიოზული ნდობის კრიზისი აქვს ფაქტობრივად ყველა აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანასთან.

აღნიშნული კრიზისის დასაძლევად, ახალ კოალიციურ შეთანხმებაში პირდაპირ წერია, რომ გერმანია მეტად გაითვალისწინებს მისი მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების ინტერესებს და საფრთხეებს და შეეცდება ერთიანი ევროპული პოლიტიკის შემუშავების რუსეთის მიმართ.

ახალ კოალიციურ შეთანხმებაში პირდაპირ წერია, რომ გერმანია მეტად გაითვალისწინებს მისი მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების ინტერესებს და საფრთხეებს და შეეცდება ერთიანი ევროპული პოლიტიკის შემუშავებას რუსეთისიმართ

ზოგიერთი პოლიტიკოსი, მათ შორის ახალი ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი ნორდსტრიმის გაზსადენის შეჩერებასაც მოითხოვს, თუმცა გადაწყვეტს თუ არა ბერლინი უკვე დასრულებული გაზსადენის შეჩერებას, სათუო საკითხია.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით