ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, დაახლოებით ერთ კვირაში საქმეებს დაუბრუნდება.

„მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა „ნიუ ჰოსპიტალს“, ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია.

ვახტანგ კალოიანის მხარდაჭერის და დახმარების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ახლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება, არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ.

ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად. ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს.

ყველას ძალიან დიდი მადლობა“,- წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში 17 დღის განმავლობაში იშიმშილა. შიმშილობის შემდეგ კი სარეაბილიტაციო კურსი „ნიუ ჰოსპიტალში“ გაიარა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს