მიხეილ სააკაშვილთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი იმყოფება

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი იმყოფება.

ადვოკატი სააკაშვილთან გუშინ გამართულ სასამართლო პროცესთან და 2 დეკემბერს დანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

საძაგლიშვილის თქმითვე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სურვილი აქვს, მისი საქმის განხილვას კვლავ დაესწროს.

„ბუნებრივია, ვისაუბრებთ როგორც უკვე ჩატარებულ პროცესზე, ასევე 2 დეკემბერს გასამართ სასამართლო სხდომაზე, ვიმედოვნებთ, რომ 2 დეკემბერსაც მიეცემა მას შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სხდომაში და უსამართლო სასამართლოს უფლებით მაინც ისარგებლოს. უცნაური იყო პოლიციელთა მოქმედებები, იმ თვალსაზრისით, რომ მათ შორის, ადვოკატებსაც გვიწევდა სიით შესვლა და დიდი ხნის განმავლობაში გვალოდინეს, ძალიან უცნაური იყო სასამართლოს შენობის ხილვა, რომელიც სრულიად დაცარიელებული იყო. არ ვიცი, იმედია, ხელისუფლებას მართლა არ სჯეროდა იმ ბოდვების, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბრიფინგებზე გვიყვებოდა. იმედი მაქვს, უფრო ადეკვატურები გახდებიან და რეალურად მიხვდებიან, რომ ამ თვალსაზრისით, რომ ვინმე რამე ძალადობას აპირებს, არ ხდება“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს