ლევან ხაბეიშვილი - მოვუწოდებ ომბუდსმენს, სასამართლოსთან განვითარებული მოვლენებით დაინტერესდეს - ვპირდებით „ზონდერებს“, „ხარებას", რომ პასუხისმგებელი იქნებით იმაზე, რასაც შს მინისტრის მოადგილე თაობდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი საერთაშორისო პარტნიორებს და სახალხო დამცველს ნინო ლომჯრიას სასამართლოსთან გუშინ განვითარებული მოვლენებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, ხელისუფლება პოლიციას პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად იყენებს.

„გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, როგორ გადააქციეს პოლიცია პოლიტიკური დავალების შემსრულებლად, პოლიცია არ იცავს, მოქალაქეს, პოლიცია არ იცავს კანონს, ისინი ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს და რა თქმა უნდა, ისინი იცავენ რუსი ოლიგარქის ინტერესებს. ჩვენ გუშინ ვიხილეთ როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად მშვიდობიან მანიფესტანტებს, როგორ აგრესიულად ექცეოდნენ და უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს, მათ შორის, ოპერატორებს, ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად ხელითაც შეეხნენ ოპერატორს, რომლის ჯანმრთელობას ნამდვილად დაემუქრა საფრთხე, მას შემდეგ, რაც რამდენიმე პოლიციელი ეცა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე განმარტებით, სასამართლოსთან არა საპატრულო პოლიცია, არამედ სპეცრაზმი ჰყავდათ გამოყვანილი.

„ჩვენ ასევე ვიხილეთ გუშინ სასამართლოს ეზოს წინ განლაგებულ პოლიციელთა ფაქტობრივად არმია, რომელიც მოქალაქეებს კანონის დარღვევით შესაძლებლობას არ აძლევდა, რომ სასამართლოს ეზოში ყოფილიყვნენ. მიუხედავად ამისა, მოქალაქეებს ამის გამო არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამთ, ამის შემდეგ დაიწყო სპეცრაზმელების პროვოკაცია, ხაზს ვუსვამ, რომ ესენი არ იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ესენი იყვნენ პოლიციის ფორმაში გადაცმული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის - ე.წ. რობოკოპების, სპეცრაზმელების წარმომადგენლები. იმისთვის, რომ ისინი თავისი ფორმებით დაეყენებინათ, ეს თავშივე ნიშნავდა, რომ ისინი არაპროპორციულ ძალას იყნებდნენ, რაც გააკეთეს კიდეც. პოლიციის ფორმაში გადაცმულ სპეცრაზმელებს ე.წ. ნინძა ნიღბები ჰქონდათ, რომელიც საპატრულო პოლიციას არ აქვს, ასევე ჰქონდათ წიწაკის სპრეი, რომელიც ასევე საპატრულო პოლიციას არ აქვს და ასხამდნენ ადამიანებს უმისამართოდ, რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რის შემდეგადაც მოუწიათ აქციის მონაწილეებს გზაზე გადასვლა და გზის დაკეტვა.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ბატონი ხარაზიშვილი, ზედმეტსახელად „ხარება“, არის „ზონდერჯგუფების“ ხელმძღვანელი და აქვს კომპანია შპს სარანგი, ვინმე ზვიად ჭოხონელიძესთან ერთად, რომელიც ასევე გახლდათ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი. ამით რისი თქმა მინდა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ასეთი აგრესიული ჯგუფები არიან და კონკრეტული, კეთილსინდისიერი თანამშრომლები კი არა, არამედ ხარაზიშვილის მიერ მოძიებული „ზონდერ“ სიკვდილის ჯგუფები, რომლებიც ასევე დასაქმებული ჰყავთ საკუთარ შპს-ებში.

მივმართავთ ჩვენს პარტნიორებს, დაინტერესდნენ გუშინ განვითარებული მოვლენებით, მათ შორის, ადმინისტრაციული დაკავებით, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმით, ბაჩო თამლიანისთვის აპირებენ ბრალის წაყენებას, ასევე მოვუწოდებ სახალხო დამცველს, ამ საქმეებით დაინტერესდეს. ასევე, ვპირდებით თითოეულ „ზონდერს“, „ხარებას“ და ზვიად ჭოხონელიძის „ზონდერებს“, ანუ ივანიშვილის - რუსი ოლიგარქის პირად „ზონდერებს“, რომ თავად იქნებით პასუხისმგებელი ამ ძალადობრივ აქტზე, რომელსაც შალვა ბედოიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თაობდა გუშინ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის