სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 1-ელ დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დორებით შეიზღუდება. „თელასის“ ინფორმაციით, „ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის და საყვირის ქუჩების მოსახლეობას.

ასევე, გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კისისხევის, რევაზ ურიდიას, გრიგორ (გრიშა) ბიჩინაშვილის, ცოტნე დადიანის, წაღვერის, წრომის, ქებურიას, ძმობის და რევაზ ინანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის (ნაწილობრივ) და ნინო ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას. იმავე მიზეზით, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის (ნაწილობრივ) და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის და საბურთალოს რაიონებში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), დარიალის, ირაკლი აბაშიძის, ტიციან ტაბიძის, ფალიაშვილის, ცხვედაძის, მიშველაძის, ძმები კიკნაველიძეების, რაზმაძის, კავსაძის, ბერძებუშვილის, მუხაძის, ახმეტელის, სვანიძის, უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის, ანჯაფარიძის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, იყალთოს გორის, კოსტავას, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, ფანასკერტელ-ციციშვილის, წინაუბნის, იყალთოს, ქარელის, ცინცაძის, ბაკურციხის, ტუსკიას, სიმონ ჩიქოვანის, ვიქტორ დოლიძის, კიტა ბუაჩიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, ალექსანდრე ბასილაიას, ბაკურიანის, გურამ ბზვანელის, ზურაბ ქაფიანიძის, ნოდარ ანდღულაძის, საბურთალოს, ანდღულაძის, ნატახტარის, ტეხურის, ლიხაურის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, ბათუ კრავეიშვილის და ჩიტაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღი-2 დასახლების IV, V, VI ქუჩების და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას. ამავე მიზეზით 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების და ლილოს დასახლების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და მუხიანი I, II მიკრორაიონების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს