მარია ზახაროვა - უკრაინამ თავისი ჯარის ნახევარი დონბასის კონფლიქტურ ზონაში განათავსა

რუსეთი უკრაინას დონბასში, კონფლიქტის ზონაში, დიდი რაოდენობით ჯარის განთავსებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას Reuters რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზახაროვას თქმით, უკრაინის არმიის ნახევარი, დაახლოებით 125 000 ჯარისკაცი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში განათავსეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, ისინი შეშფოთებულები არიან უკრაინის განზრახვით, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება.

როგორც მარია ზახაროვა აღნიშნავს, დაძაბულობა ამ ორ ქვეყანას შორის დასავლეთის შიშის, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის სავარაუდო სცენარის გამო, იზრდება.

ზახაროვამ ასევე კომენტარი გააკეთა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეთავაზებაზე, რომ ანკარა შუამავალი იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის. მისი თქმით, ეს შეთავაზება არ ეხებოდა დონბასში კონფლიქტს უკრაინის სამთავრობო ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება