გიორგი ვაშაძე - მიუხედავად იმისა, რომ დღეს გააფორმეს კიდევ ერთხელ კლანური მართლმსაჯულება ქვეყანაში, ჩვენ არცერთ შემთხვევაში უკან არ უნდა დავიხიოთ

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მათ გააფორმეს კიდევ ერთხელ კლანური მართლმსაჯულება ქვეყანაში, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში უკან არ უნდა დავიხიოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან პარლამენტში განაცხადა, უნდა იბრძოლონ იმისთვის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს სამართლიანი სასამართლოს პრინციპი და გადაიდგას დიდი ნაბიჯი განვითარების მიმართულებით.

„ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოდის იმიტომ, რომ არავინ ენდობა იმ კლანურ მართლმსაჯულებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. საბოლოოდ, ამით ზიანდება ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები”,- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, მან ისაუბრა წარდგენილ კანონპროექტზე, რომელიც გიორგი ვაშაძის თქმით, სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით არის მომზადებული.

„წარმოდგენილი კანონპროექტი არის კომპლექსური ცვლილებები, რომელიც მომზადებულია სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებით, ასპარეზზე საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით. რაც მთავარია, ამ ცვლილებებს არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს არის საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე ცვლილებები, რომელიც მართლმსაჯულებაში საკმაოდ ბევრ წინსვლას მოგვიტანს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ჩვენი ვერსია დარეგისტრირებულია და მერე ვნახავთ, მათ რეალურად უნდათ თუ არა რაიმე ტიპის ცვლილებები.

არავითარი ალტერნატივა არ წარმოუდგენია ოპოზიციას, არაფერი განსხვავებული არ შემოუთავაზებია. არადა, კარგად იციან ამ ცვლილებების შესახებ, ინფორმირებულიც იყვნენ. ოფიციალურადაც რეგისტრირებულია ეს ყველაფერი. ასე, რომ შესაძლებელია ამ ყველაფრის საჯარო განხილვა. მოვუწოდებთ საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მათ გააფორმეს კიდევ ერთხელ კლანური მართლმსაჯულება ქვეყანაში, ჩვენ არცერთ შემთხვევაში უკან არ უნდა დავიხიოთ. უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ სამართლიანი მართლმსაჯულება, დავამკვიდროთ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი საქართველოში და ქვეყანამ გადადგას დიდი ნაბიჯი განვითარების მიმართულებით“,-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს