მიხეილ ჩხენკელი - ყოველწლიურად იზრდება მასწავლებელთა ანაზღაურება და დაგეგმილია როგორც სკოლის ადმინისტრაციის, ასევე, რესურსცენტრების თანამშრომელთა ანაზღაურების მატება

ვაგრძელებთ სასკოლო პერსონალის ანაზღაურების ზრდის პროცესს. სამინისტროს ინიციატივით ყოველწლიურად იზრდება მასწავლებელთა ანაზღაურება და დაგეგმილია როგორც სკოლის ადმინისტრაციის, ასევე, რესურსცენტრების თანამშრომელთა ანაზღაურების მატება, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა.

მისი თქმით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დაფინანსების ოდენობა მოსწავლეების რაოდენობის პროპორციულად გაიზარდა, რაც სკოლებს მისცემს შესაძლებლობას, განაახლონ რესურსოთახები, შეიძინონ შესაბამისი აღჭურვილობა და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების უკეთ ინტეგრაციისთვის, დამატებითი მომსახურების სახით, ფსიქოლოგის, მეტყველების თერაპევტის, ჟესტური ენის თარჯიმნის თუ სხვა სპეციალისტის დახმარება უზრუნველყონ.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, გრძელდება აქტიური მუშაობა სასწავლო პროცესში ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის მიმართულებით. ვითარდება ორენოვანი ადამიანური კაპიტალი, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის ბილინგვური მიდგომით დანერგვის პროცესში ადგილობრივი ორენოვანი და დამხმარე მასწავლებლების ჩართვას გულისხმობს. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს ბილინგვური საგანმანათლებლო რესურსის შექმნის პროცესიც.

„პედაგოგთა კარიერული წინსვლის ხელშეწყობისთვის სამინისტრომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესი დაიწყო, რაც მასწავლებელთა მაქსიმალური ჩართულობით სქემის დახვეწასა და გაუმჯობესებას გულისხმობს. ამ მიზნით, შექმნილია განათლების ექსპერტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც სქემის ალტერნატიულ მოდელებზე მუშაობს და რომლის განხილვის პროცესი ყველა მოქმედი მასწავლებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ფასდაუდებელია სკოლის გუნდისა და მისი ლიდერის წვლილი სასკოლო კულტურის შექმნაში, რაც მოსწავლეთა აკადემიურ განვითარებასა და მათ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს ლიდერის კონცეფცია, რომელიც მომავალში სკოლის დირექტორის სტანდარტისა და სერტიფიცირების პროცესის საფუძველი გახდება.

ვაგრძელებთ სასკოლო პერსონალის ანაზღაურების ზრდის პროცესს. მოგეხსენებათ, სამინისტროს ინიციატივით ყოველწლიურად იზრდება მასწავლებელთა ანაზღაურება და დაგეგმილია როგორც სკოლის ადმინისტრაციის, ასევე, რესურსცენტრების თანამშრომელთა ანაზღაურების მატება,“- განაცხადა ჩხენკელმა.

მასწავლებელთა მხარდამჭერ პროგრამებზე საუბრისას მინისტრმა ინგლისური ენის პედაგოგების პროფესიული განვითარების კუთხით სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტი გამოყო. მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა ინგლისური ენის სწავლების სტრატეგია, რომელიც ინგლისურის სწავლების გაძლიერებასა და ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკვე შემუშავდა და დასამტკიცებლად წარდგენილია საშუალო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირების გაძლიერებას დიფერენცირებული სწავლების გზით.

„მოდელის მიხედვით, მოსწავლეს სავალდებულო საგნებთან ერთად შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიოს არჩევითი კურსები, უკეთ მოემზადოს უმაღლესი სასწავლებლისთვის და განივითაროს 21-ე საუკუნის შესაბამისი კომპეტენციები.

მნიშვნელოვანია, რომ ახლი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ შეფასებას. ამ მიმართულებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს შეფასების ალტერნატიულ მოდელებზე, რომელთა განხილვაში მონაწილეობას ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს,“- განაცხადა ჩხენკელმა.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა