მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პროფესიული განათლების ბიუჯეტი 2030 წლისთვის 730 მილიონ ლარს მიაღწევს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამინისტროს მიზანია, 2032 წლისთვის ქვეყანაში წლის განმავლობაში 100 000-მდე ახალგაზრდამ და ზრდასრულმა შეძლოს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიული განათლების მიღება, მათ შორის, მომზადება-გადამზადების პროგრამებით სარგებლობა.

ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, 2021 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში კასპში, მარნეულში, ჩოხატაურში (გორაბერეჟოული), ქედაში, ფოთსა და შუახევში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებები გაიხსნა. მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ხელმისაწვდომობის ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და ყველა მუნიციპალიტეტში შეთავაზებული იქნება ადგილობრივი ეკონომიკის მოთხოვნის შესაბამისი პროგრამები და მრავალფეროვანი სერვისები, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

ამასთან, როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის მიხედვით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების უმოკლესი გზა პროფესიული უნარებით აღჭურვაა.

„აღსანიშნავია, რომ სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროგრამებს ნებისმიერი ასაკის მოქალაქეებისათვის. კერძო-საჯარო პარტნიორობით დაფუძნებული პროგრამების დასრულების შემდეგ სტუდენტები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატებს იღებენ. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რათა ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მომზადება/გადამზადების პროგრამებით,“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრდასრული მოსახლეობის პოტენციალის გააქტიურება და კომპეტენციების განახლება.

„ყოველწლიურად გაიზრდება სახელმწიფო სასერტიფიკატო მომზადება-გადამზადების პროგრამების მიწოდების მასშტაბიც. გარდა ამისა, მჭიდროდ დაუკავშირდება ერთმანეთს პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებიც. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია,“ – განაცხადა მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული მასწავლებლის განვითარების ახალ მოდელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასწავლებლის საათობრივი ანაზღაურება, რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა, კვლავ განაგრძობს ზრდას.

მინისტრი პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიასაც შეეხო, რომელიც 2021-2027 წლებს დაფარავს. მისი თქმით, პროფესიული განათლების ბიუჯეტი 2030 წლისთვის 730 მილიონ ლარს მიაღწევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა