ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე გიგი უგულავასთვის ჯარიმის შეფარდების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, დაცვის მხარე უგულავასთვის ჯარიმის შეფარდების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

როგორც კონდახიშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ აღნიშნა, სასამართლომ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი არცერთი არგუმენტი არ გაითვალისწინა.

„არ იქნა გათვალისწინებული დაცვის მხრიდან წარდგენილი არცერთი მყარი არგუმენტი. ერთი ის, რომ აქ არ იყო გზის გადაკეტვა, ვინაიდან შეკრებისა და მანიფესტაციის კანონიდან გამომდინარე, თუ მომიტინგეების რაოდენობა აჭარბებს იმ რაოდენობას, რომ ფეხით სავალ ბილიკზე შეუძლებელია აქციის განთავსება, ეს უკანონობად არ ითვლება. რაც შეეხება გიგი უგულავას განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასების თვალსაზრისით, რომ პოლიციელები აქციაზე იქცეოდნენ როგორც შევარდნაძის დროინდელი პოლიციის თანამშრომლები, სასამართლომ ეს ალბათ ჩათვალა როგორც შეურაცხყოფა. ჩვენ გავასაჩივრებთ, თუმცა ეს არის ტენდენცია და ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული ინსტრუმენტი, რომ პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეები დააშინოს, რათა არავინ მიიღოს მშვიდობიან აქციებში მონაწილეობა“,- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა. უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება