შალვა პაპუაშვილი - განათლების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს შექმნას სისტემები, რათა სასწავლო დანაკარგების აღდგენა მოხდეს

დღესდღეობით, ყველა თანხმდება, რომ პანდემიის გამო არსებობს სასწავლო დანაკარგები, რომლებიც ბავშვებს აქვს და ასევე ფსიქო-ემოციური დანაკარგები, რომლებსაც განიცდიან ბავშვები სწორედ იმის გამო, რომ იმყოფებოდნენ დისტანციური პირობებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ განათლების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს შექმნას სისტემები, რათა მოხდეს სასწავლო დანაკარგების აღდგენა, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენის დროს განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს სხვადასხვა სისტემები, მათ შორის მსოფლიოში, და ეს შეიძლება იყოს გახანგრძლივებული ჯგუფები, საზაფხულო წრეები და ინდივიდუალური მუშაობა და ა.შ.

„სწორედ ეს საშუალება უნდა იყოს გამოყენებული. ამისთვის მნიშვნელოვანია დიაგნოსტირება და შესწავლა, თუ რა სახის არის ეს დანაკარგები და რა მოცულობის და ამის შემდეგ შესაბამისი ზომების მიღება. ტერმინიც კი დამკვიდრდა ამასთან დაკავშირებით - რემედიაცია, ანუ აღდგენა იმ დანაკარგების, რომლებიც ბავშვებმა მიიღეს. ჩვენი კომიტეტიც ამ საკითხს მიაქცევს ყურადღებას, რომ მოხდეს ამ საკითხით დაინტერესება და რეაგირება", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ