გიორგი ამილახვარი მიხეილ ჩხენკელს - ბატონო მინისტრო, რეფორმები და საქმე, რასაც აკეთებთ, გააგრძელეთ და ამას თაობები დააფასებენ

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამილახვარმა განათლების სისტემაში 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობასა და დღევანდელ ვითარებას შორის პარალელი გაავლო და იმ რეფორმებსა და შედეგებზე ისაუბრა, რომლებიც 2012 წლის შემდეგ განხორციელდა.

აღნიშნულზე პარლამენტის წევრმა, პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოუსმინეს.

„ბატონო მიხეილ იმ რეფორმებს და იმ საქმეს, რასაც თქვენ აკეთებთ, გააგრძელეთ ასე და ამას თაობები დააფასებენ. ოპოზიციის საქმეა კრიტიკა და ჩვენ ნებისმიერ ობიექტურ კრიტიკას მივიღებთ, მაგრამ ვერ მივიღებთ იმ პოლიტიკურ კეკლუცობას, რასაც დილას ვისმენდით ოპონენტების მხრიდან. მინდა კონტრასტი დავანახო საზოგადოებას თუ რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ". სკოლები - 2012 წლიდან დღემდე 174 ახალი სკოლა აშენდა, 257 რეაბილიტირდა, 1754 სკოლა ნაწილობრივ რეაბილიტირდა, მათ შორის წელს 64 ახალი სკოლა და 64-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. "ნაციონალური მოძრაობის" დროს არათუ რაიმე ახალი დაემატა და გაკეთდა, 50-მდე სკოლა დაიხურა. 2012 წლამდე მასწავლებლების ხელფასი სრული დატვირთვის პირობებში 330 ლარი იყო, დღეს 1000 ლარზე მეტია და იანვრიდან სტატუსიან მასწავლებლებს კიდევ ემატებათ 100 ლარი. სკოლებში უფასო სახელმძღვანელოები და სხვა რესურსები გადაეცემათ სოციალურად დაუცველ ადამიანებს. ესეც მეტყველებს სახელმწიფო პოლიტიკაზე, რომ თანაბრად უზრუნველყოფილი და ხელმისაწვდომი იყოს განათლება ყველა სოციალური ფენისთვის.

პროფესიული სასწავლებლები - 100-მდე კოლეჯი იქნა ლიკვიდირებული "ნაციონალური მოძრაობის" დროს. „ქართული ოცნების" პერიოდში დაემატა და გახდა 50 პროფესიული სასწავლებელი. ეს მცირე ჩამონათვალი ობიექტურად შემხედვარე ადამიანს მისცემს განსხვავების საშუალებას, მაგრამ საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ არავინ არ იფიქროს, რომ ჩვენ კმაყოფილი ვართ. მინისტრის გამოსვლაში კარგად ჩანდა თუ რა სწორედ ხედავს ის პრობლემებს და ზუსტად ასახელებდა მისი გადაჭრის მექანიზმებს. განათლება არ არის ხე, რომელსაც დავუსხამთ წყალს და ერთ წელიწადშია ამოვა. ეს არის განგრძობადი პროცესი, რომელსაც წლები სჭირდება და მე ვარწმუნებ ჩვენ ოპოზიციურ კოლეგებსაც და საზოგადოებას ის ნაბიჯები, ის რეფორმები და სისტემური ხედვები, რომელსაც განათლების ყველა საფეხურზე დღეს ჩვენ ვისმენდით, იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უკეთესი ხარისხიანი ხელმისაწვდომი განათლება იქნება უზრუნველყოფილი.

ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ განათლება არის ის დარგი, სადაც უნდა მოვახდინოთ პოლიტიკური კონსოლიდაცია და შევთანხმდეთ საერთო მიზნებზე. ამას დღეს საქართველოს პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი სთავაზობს ყველა ჩვენს ოპოზიციურ კოლეგას", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო